მეგობრებო, დღეს ვიყავით კანდელაკზე, ვირუსიანი კნუტების დასამუშავებლად რომლებსაც თვალებზე აქვთ პრობლემა და…
მეგობრებო, დღეს ვიყავით კანდელაკზე, ვირუსიანი კნუტების დასამუშავებლად რომლებსაც თვალებზე აქვთ პრობლემა და ვნახეთ მათი დედა კატა, სრულიად გაუბედურებული, დასუსტებული და უკვე რძის გარეშე, სასწრაფოდ გადავიყვანეთ უახლოეს კლინიკა ბუნებაში სადაც გაუკეთდა გადასხმა. მდგომარეობა მძიმეა, ფისოს აქვს ფაღარათი,ღებინება,გაუწყლოება, სიცხე ქონდა 34 და ძლივს ავწიეთ 37მდე. ვერ ჭამს,ვერ სვამს.მოკლედ დედა ფისო თუ ვერ გადარჩა ორი 3 კვირამდე კნუტიც რჩება ობლად.. ისინი შეფარებულები არიან 82 წლის ქალბატონის ბინაში,რომელიც ასევე შეძლებისდაგვარად ზრუნავს 15 კატაზე. ხვალ ისევ მიგვყავს გადასხმაზე,დიდი იმედი მაქვს გამოვძვრებით, ერთი დღით გვიან რომ გვენახა, უკვე აღარ იქნებოდა ცოცხალი. კნუტებს კი თვალებს ვუმუშავებთ და შპრიცით კვებაზე გადავიყვანეთ (( ვალით ვიყიდეთ თვალის წვეთები და საჭირო წვრილმანები.დახმარების მსურველებისთვის ვდებთ ორგანიზაციის ანგარიშს, რომ შევძლოთ მკურნალობის გაგრძელება.
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
ს/კ: 400150322
საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი -BAGAGE22
ანგარიშსწორების ანგარიში: GE60BG0000000786573700 /GEL
Emoney 384 031 379 davit margishvili
https://www.unipay.com/services/catclub