მეგობრებო, გვინდა შეგახსენოთ რომ გრძელდება აქცია უსახლკარო და მიკედლებული ფისოების სტერილიზაცია-კასტრაციაზე…
მეგობრებო, გვინდა შეგახსენოთ რომ გრძელდება აქცია უსახლკარო და მიკედლებული ფისოების სტერილიზაცია-კასტრაციაზე კლინიკა ბალტოში (ა.ყაზბეგის 20ა)
სტერილიზაცია 40 ლარი
კასტრაცია 20 ლარი
გუშინ მარიამ ბაქრაძემ და მისმა მეზობელმა ისარგებლეს ამ შემოთავაზებით და ორ ფისოს გაუკეთდა ოპერაცია. ეს არის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ჩვენი მოშინარებული ცხოველების წინაშე, რომ მოკვდინების გარეშე მოგვარდეს უკონტროლოდ გაზრდილი პოპულაციის პრობლემები.
ჩვენ ხშირად გვირეკავენ ერთი და იგივე ტექსტით - ძალიან ბევრი კატაა ეზოში მოაშორეთ. ვერც ერთი თავშესაფარი და ორგანიზაცია ვერ მოაშორებს კატებს ქალაქის ქუჩებიდან და ეზოებიდან. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია დაგეხმაროთ ამ მოცემულობის ეტაპობრივად დაძლევაში. დიდი მადლობა მარიამს ზრუნვისთვის 💕