EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2017

5 ტომარა საკვები 30ზე მეტი ნაშიმშილები კატისთვის !!!!! ძალიან მძიმე და ამავდროულად ამაღელვებელი იყო 30…

5 ტომარა საკვები 30ზე მეტი ნაშიმშილები კატისთვის !!!!! ძალიან მძიმე და ამავდროულად ამაღელვებელი იყო 30 გამხდარი ფისოს ნახვა და მათ სადილზე დასწრება. ეს თვე გარანტირებული საკვები ექნებათ, შესაბამისად მშვიდი დღეები და საღამოები შიმშილის გარეშე.. წინ კიდევ მდედრების სტერილიზაცია და პატარა ასაკის ფისოების დაბინავების პროცესი გველოდება. შეგახსენებთ რომ 30ზე მეტი შეფარებული ფისო უზრუნველად ცხოვრობდა ოჯახში,სანამ ოჯახის უფროსი გარდაიცვლებოდა. დიდი მადლობა მათ ვინც გულთან ახლოს მიიტანა ეს პრობლემა და იმოქმედა ! დიდი მადლობა ყოველი ლარისთვის და გვერდში დგომისთვის. ერთი ქალბატონი პირადად მისულა ფისოების მოსანახულებლად და საკვების მისატანად მას მადლობა !
პატრონმა კი გვითხრა რომ ამდენი ხნის შემდეგ პირველად დაეძინება მშვიდად და მხურვალე მადლობები გადმოგცათ ისევ .

211 რეაქცია17 კომენტარი22 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →