გამარჯობა მეგობრებო.ამ ფისოს აქვს ძალიან რთული და სევდიანი ისტორია,მდგომარეობა. 4 დღის წინ ფისო მივიღეთ…
გამარჯობა მეგობრებო.ამ ფისოს აქვს ძალიან რთული და სევდიანი ისტორია,მდგომარეობა. 4 დღის წინ ფისო მივიღეთ ვარკეთილიდან,აღენიშნებოდა გართულებული სუნთქვა.ვერ ჭამდა. რენტგენზე გაშუქებისას აღმოჩნდა დიაფრაგმის დაზიანება - მუცლის ღრუს ორგანოები აწვება გულს და ფილტვებს.ამას ემატებოდა სამი კნუტი მუცლად. გადაწყდა ოპერაცია,სანამ ფისოს ვამზადებდით ძალინ სარისკო ოპერაციისთვის,თავად იმშობიარა და სამი კნუტი მოავლინა თავშესაფარში. ტრავმის მიზეზი არის წიხლი. კი უკვე მერამდენე შემთხვევაა ადამიანის სისასტიკისგან დაზიანებული კატის.ასეთი ტრავმის შემდეგ მხოლოდ ერთმა შეძლო სიცოცხლე... ხვალ 2ზე იგეგმება ოპერაცია აგრარულის ვეტ კლინიკაში. გადარჩენის შანსი არის 50/50ზე. ფისოს უჭირს სუნთქვა,კვება მაგრამ მაინც საოცრად დაჰფოფინებს თავის სამ პატარას და ჩვენც იმედით ვართ რომ კლინიკიდან ერთად დავბრუნდებით .