EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2017

გუშინ ამ ფისოს ჩაუტარდა ოპერაცია. დიაფრაგმის მთლიანობა ქონდა დარღვეული, რა დროსაც მთლიანად ღვიძლი, ელენთა…

გუშინ ამ ფისოს ჩაუტარდა ოპერაცია. დიაფრაგმის მთლიანობა ქონდა დარღვეული, რა დროსაც მთლიანად ღვიძლი, ელენთა და ნაწლავები იყო გადანაცვლებული გულმკერდის ღრუში. ამ კატას რომელიც ჩვენთან მოყვანის მომენტში იყო მაკედ 3 კნუტზე, ვიღაცამ როგორც ჩანს ამოარტყა წიხლი მუცელში, რამაც შესაბამისად გამოიწვია მისი ამდენად ძლიერი ტრავმირება. ზუსტად 3 დღეში ფისომ იმშობიარა და რადგან ამ ტრავმით კატა ვერ იცოცხლებდა დიდხანს, მასზე მზრუნველმა ადამიანებმა - ფისომოყვარულთა კლუბმა გადაწყვიტა ოპერაციის ჩატარება. ამ ოპერაციის დროა გადარჩენის შანსები საკმაოდ დაბალია, თუმცა მაინც არსებობს, ხოლო ოპერავიის გარეშე კი 0ოვანია, ნელი მძიმე სიკვდილით კვდება ცხოველი. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, დეფექტი როგორც ავღნიშნე ძალიან დიდი იყო, ყველა ორგანო ადგილზე დავაბრუნეთ, ჰაერი ამოვტუმბეთ, საკონტროლო რენტგენებიც გავაკეთეთ და დავიწყეთ კრიტიკული 24 საათის ათვლა. ფისო დაიღუპა ოპერაციის დასრულებიდან დაახლოებით 10 საათში, რაც ერთისმხრივ პროგრესია, ამდენს ძნელად ძლებენ, მაგრამ შედეგი მაინც მიუღწეველია,რადგან ტრავმის ხანგრძლივობამ ფილტვების დაპატარავება განაპირობა, რაც სუნთქვის პროცესზე აისახა საბოლოო ჯამში.

ამიტომ ყველას ძალიან ვთხოვთ, არ გიყვართ ცხოველები? იყავით ადამიანები, გაუარეთ გვერდი და არ ავნოთ, რადგან თქვენს მინიმალურ ქმედებას შეიძლება სიცოცხლის მოსპობა მოყვებოდეს, თქვენ იღებდეთ სტატუსს- მკვლელი, რადგან სიცოცხლე მოსპეთ, მერე რა, რომ ადამიანის არა და 3 კნუტიც უდედოთ დატოვეთ! ძალიან რთულია ამდენი სისასტიკის დანახვა!

39 რეაქცია4 კომენტარი0 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →