კატებს არ აქვთ 9 სიცოცხლე ! ერთი აქვთ და ისიც გაუბედურებული ამ ქვეყანაში.
კატებს არ აქვთ 9 სიცოცხლე ! ერთი აქვთ და ისიც გაუბედურებული ამ ქვეყანაში.
გუშინ თამარაშვილის ქუჩიდან ავიყვანეთ 5-6 თვის ტრავმირებული კნუტი, რენტგენზე და ექოზე გაშუქებისას ვნახეთ - დამტვრეული და ამოვადნილი კიდური, დაჟეჟილი თირკმელები, სისხლი შარდში. ფისო იყო გადათეთრებული ანემიისგან და გაუწყლოებული. კლინიკაშივე ბალტოშივე აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება და გადავიყვანეთ სფკ თავშესაფარში. მდგომარეობა არ იყო დამაიმედებელი..დღეს დილით ცისარტყელაზე წავიდა ჩვენი პაციენტი.
ვინ იცის რამდენი ხანი იყო ფისო ამ მდგომარეობაში სანამ ერთმა ადამიანმა არ შეამჩნია და გულთან არ მიიტანა მისი გაჭირვება.
განსაკუთრებით სტერილიზაცია-კასტრაციის მოწინააღმდეგეებმა ნახონ როგორია უკონტროლოდ გამრავლებადი კნუტების ბედი ქუჩაში !