EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2017

გამარჯობა. გვინდა გაგაცნოთ სფკ თავშესაფრის ბინადარი ტასო და მისი ისტორია. 7 თვემდე ფისო ქალბატონმა ეკამ…

გამარჯობა. გვინდა გაგაცნოთ სფკ თავშესაფრის ბინადარი ტასო და მისი ისტორია. 7 თვემდე ფისო ქალბატონმა ეკამ იპოვა სადარბაზოს კიბეებზე. ვერ ინძრეოდა, ვერ ჭამდა, ძალიან ცუდად იყო ერთი სიტყვით. გადაიყვანეს კლინიკაში სადაც რენტგენზე გაშუქებისას აღმოჩნდა შემდეგი რამ- ფისოს დიდი რაოდენობით ქათმის ძვლები ქონდა ნაჭამი, გაუკეთეს შესამაბისი პროცედურები და დიდი ტკივილების ფონზე გაანთავისუფლეს ამ ძვლებისგან რომლებიც ნაწლავებს აზიანებდა. შემდევ მივიღეთ თავშესაფარში რეაბილიტაციისთვის. თუმცა,ჯერ მთავარი არ იცით. გაირკვა რომ ფისო ერთ-ერთ ოჯახში ცხოვრობდა იმავე კორპუსში,მას დაიკოც ყავდა. ერთ-ერთმა არანორმალურმა, ქათმის ძვლებ ნაჭამ ორ ფისოს გაუღო სახლის კარები და გამოყარა გარეთ. ტასოს დაიკო დაიკარგა და თუ არავინ მიხედა შესაბამისად დაიღუპებოდა, ტასო კი ბოლო სართულზე ახოხდა, ცხოველთა მოყვარული ადამიანების კარებთან და გადაირჩინა თავი.. ვის რას დავუმტკიცებთ რომ ვიჩივლოთ არც ვიცით.. დიდი მადლობა ამ ოჯახს გულისხმიერებისთვის. აი ასეთი ხერხებითაც იშორებენ თავიდან ფისოებს. სახლში გაზრდილი და შემდეგ გაწირული ტასო მაგარი გოგო აღმოჩნდა. გასტერილდა კიდეც კლინიკა ბალტოში და თავს გრძნობს იდეალურად. ამაზე თამაშა და საყვარელი გოგო ცოტა გვინახავს. იდეალური ფისოა ბინისთვის. ვეძებთ ახალ მზრუნველ პატრონს. გთხოვთ დაგვეხმარეთ გავრცელებაში. დარეკეთ 593330988 595855999

101 რეაქცია12 კომენტარი11 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →