EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2017

მეგობრებო! გულშემატკივრებო!

მეგობრებო! გულშემატკივრებო!
სიამის გოგო, რომელიც მანქანის ძრავიდან ამოიყვანეს მთლიანად დაფლეთილი, უკვე 5 დღეა რაც სფკ ს თავშესაფარში მკურნალობს. დღეში უკეთდება 7 ნემსი. დღეგამოშვებით დაგვყავს კლინიკაში კონსულტაციაზე რომ არაფერი გამოგვეპაროს. როგორც მოგახსენეთ, კნუტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესი იყო, მაგრამ სასიხარულო ისაა რომ ჩვენ შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია. ჩვენი ყოჩაღი პაციენტის მდგომარეობა ყოველ დღე უმჯობესდება. დაიწყო დამოუკიდებლად ჭამა, ითხოვს მოფერებას და კრუტუნებს. ცდილობს იმოძრაოს, მაგრამ წინა დამტვრეული თათები არ აძლევს ამის საშუალებას. ჯერ-ჯერობით მთავარია, რომ მუცლის ღრუში არსებული პრობლემა მოგვარდეს, შემდგომ კი შევეცდებით თათებსაც მივხედოთ. სამწუხაროდ არის საშიშროება, რომ დაკოჭლდეს. ჩვენ იმედს მაინც არ ვკარგავთ!
ვისაც გაქვთ დახმარების სურვილი, შემოწირულობაში მიუთითეთ "სიამის გოგო"მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
ს/კ: 400150322
საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი -BAGAGE22
ანგარიშსწორების ანგარიში: GE60BG0000000786573700 /GEL
Emoney 384 031 379 davit margishvili
https://www.unipay.com/services/catclub

59 რეაქცია8 კომენტარი6 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →