EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2017

დღევანდელი აქცია რუსთავში შედგა,მართალია მხოლოდ 35 ადამიანით, მაგრამ მაინც მივედით და დავაფიქსირეთ -…

დღევანდელი აქცია რუსთავში შედგა,მართალია მხოლოდ 35 ადამიანით, მაგრამ მაინც მივედით და დავაფიქსირეთ - ცხოველის მკვლელობა არავის აღარ უნდა შერჩეს ! პოლიციელებისგან ვერაფერი პასუხი მივიღეთ, ჩვენი სათქმელი კი გადავეცით, წინ ბევრი ბარიერი და სამუშაოა. არ შეგვვიძლია არ ვახსენოთ ირინა ლიკლიკაძე და მისი ორგანიზაცია "ცხოველთა მეგობრები" რომლებიც რეაგირების გარეშე არ ტოვებენ ასეთ შემთხვევებს.დიდ მადლობა მათ. დღეს იყო სიტყვიერი შელაპარაკებაც ადგილობრივთან, რომელიც ამტკიცებდა რომ "კასტრირებული აგრესიული" ძაღლები დადიან ქუჩებში და ჯობია დაძინდნენ .. მეორე მხარე კი ამტკიცებდა რომ უმიზეზოდ არ იკბინება ძაღლი,რაც ბევრად უფრო ახლოსაა სიმართლესთან. ჯერ მოპყრობა ისწავლონ ადამიანებმა და მერე მოთხოვენ ძაღლებს ქცევა ! რეალურად არის სასჯელის აღსრულების პრობლემა,დანაშაულის პრევენციის პრობლემა,წინ ძალიან დიდი საბრძოლველია გინდათ საზოგადოების ასეთ ნაწილთან და გინდათ სახელმწიფო სტრუქტურებთან რომლებიც ფაქტიურად შიშვლად გვტოვებენ მკვლელების და მანიაკების პირისპირ..

26 რეაქცია1 კომენტარი9 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →