ამ კნუტზე რამდენიმე დღე იწერებოდა,რომ ცხოვრობდა სარდაფში,საშინელ პირობებში. არავინ გამოეხმაურა და მოგვიწია…
ამ კნუტზე რამდენიმე დღე იწერებოდა,რომ ცხოვრობდა სარდაფში,საშინელ პირობებში. არავინ გამოეხმაურა და მოგვიწია ჩვენ წამოყვანა. მდგომარეობა მძიმეა ორივე თვალი გაფუჭებული, უნდა ვიბრძოლოთ რომ 30 პროცენტით მაინც დაუბრუნდეს მხედველობა. მოწყვეტილი კიდურის ამპუტაცია კი გარკვეული პერიოდის მერე იქნება შესაძლებელი. კნუტი ხელის გულზე ეტევა ისეთი ცქნაფაა და უკვე სიბრმავის და სამფეხა ცხოვრების კანდიდატია.
საერთოდ არ გვაქვს მოლოდინი რომ სტერილიზაციის რომელიმე მწვავე მოწინააღმდეგე გამოვა და იტყვის - მე ვიშვილებ. ეს კი ყოველდღიური მწარე რეალობაა.
რა იქნება არ ვიცით, მთავარია ახლა უკვე სისუფთავეშია სფკ თავშესაფარში და ექიმების ყურადღების ქვეშ იმყოფება. ვისაც შეგიძლიათ დაეხმაროთ, შემოწირულობას მოუთითეთ - ბრმა კნუტი
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
ს/კ: 400150322
საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი -BAGAGE22
ანგარიშსწორების ანგარიში: GE60BG0000000786573700 GEL
Emoney 384 031 379 davit margishvili
https://www.unipay.com/services/catclub
გმადლობთ