22.10.17 აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში, Meyhew international და უსახლკარო ცხოველთა დაცვის…
22.10.17 აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში, Meyhew international და უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოებამ მოაწყო ქუჩის კატების სტერილიზაციის დღე. აქტივობა იყო ძალიან მაღალი, რაც კარგის ნიშანია. დღეს 60მდე ქუჩის ფისო გასტერილდება რაც ნიშნავს ასეულობით კნუტის გადარჩენას,უსახლკარო და ტანჯული ცხოვრებისგან. დროა ყველა შევთანხმდეთ რომ ეს არის მასიური ევთანაზიის ერთადერთი ალტერნატივა, პოპულაციის მართვის აღიარებული საშუალება.
ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვისურვოთ ბევრი ასეთი დღე. მადლობა ამ ორგანიზაციებს და აგრარულის ვეტ კლინიკას.
მადლობა მზრუნველ ადამიანებს <3