EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2017

გამარჯობა მეგობრებო. ერთი მშვენიერი ამბავი გვინდა გაგიზიაროთ უსახლკარო კნუტისა ,რომელიც სასტუმროს…

მკურნალობა

გამარჯობა მეგობრებო. ერთი მშვენიერი ამბავი გვინდა გაგიზიაროთ უსახლკარო კნუტისა ,რომელიც სასტუმროს ოფიციალური და ყველასათვის მისაღები ბინადარი გახდა. გაიცანით ფისო ქისი 💜 ცალთვალა და გაუბედურებული კნუტი დაახლოებით ერთი თვის წინ აღმოაჩინეს სასტუმრო "ქისის" ნომერში,რომელიც სტუმრებმა დატოვეს. სასტუმროს მეპატრონემ,მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ მაშინვე აიღო პასუხისმგებლობა უსუსურ არსებაზე და სამკურნალოდ მიაბარა შემფარებელს. ერთ თვიანი მზრუნველობისა და მკურნალობის კურსის შემდეგ კნუტმა საცხოვრებლად გადაინაცვლა სასტუმროში სადაც უკვე პირადი კუთხე და სახლი ელოდებოდა )) აი ასეთი ზღაპრული ამბებიც ხდება ჩვენ ქალაქში. ტანჯვიდან ბედნიერებამდე ერთი ნაბიჯია,თუ მოვინდომებთ. ჩვენ მხოლოდ ბევრი ასეთი ფისოიანი და ძაღლიანი სასტუმრო ან სხვა დაწესებულება შეგვიძლია ვისურვოთ ! მადლობა იას, მადლობა კლინიკა ბუნებას კანდელაკის 61ში და ქალბატონ მანანას მზრუნველობისთვის.
ეს არის სწორი და ჯანსაღი მიდგომა უსახლკარო ცხოველების მიმართ.
Ia Parulava

374 რეაქცია29 კომენტარი10 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →