ნავთლუღის ბაზარში ნაპოვნი კნუტი ხომ გახსოვთ ? ერთი თვე იცხოვრა შემფარებელთან, გაუკეთდა თიაქარის ოპერაცია,…
ნავთლუღის ბაზარში ნაპოვნი კნუტი ხომ გახსოვთ ? ერთი თვე იცხოვრა შემფარებელთან, გაუკეთდა თიაქარის ოპერაცია, კასტრაცია, გაიარა რეაბილიტაცია, დაგვთაფლა თავისი საოცარი ხასიათით დაააა დღეს გაჩუქდაა !!!!! 💜🎉💚
ჩვენ პოსტებში ნახა და გულში ჩაუვარდა 12 წლის არაჩვეულებრივ გოგონას, რომლის ცხოველთა მოყვარულმა ოჯახმა გადაწყვიტა ეშვილა და დღეს ჩვენი ბიჭი გაემგზავრა რუსთავში ახალ სახლში, ახალი ცხოვრების დასაწყებად )) დიდი მადლობა ნინოს, გულისხმიერ ადამიანს და სუპერ დედას რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა ამ ფისოზე. მადლობა ადამიანებს ვინც დაგვეხმარა ფისოს შენახვაში და ჩვენი პაციენტის ექიმს სერგო ოსიპოვს.
საოცარი კნუტი გადავარჩინეთ.