მათე ოჯახის მოლოდინში.
მათე ოჯახის მოლოდინში.
მეგობრებო გვინდა პერიოდულად გაგაცნოთ თავშესაფრის "რეზიდენტი" ბინადრები. ზოგი წელიწადზე მეტია თავშესაფარში ცხოვრობს და ელოდება როდის მოვა მისი ჯერი წავიდეს ახალ სახლში 💜 ყოველი მათგანი დიდი შრომის, წვალების ფასად და თქვენი თანადგომით არის გადარჩენილი. მათე ატენის ქუჩის ფისოა, საზარელი იყო მისი მდგომარეობა, ორი თვე დაგვჭირდა ჭრილობების მოშუშებისთვის. დადგა ულამაზესი და უთბილესი ბიჭი, გამოირჩევა სიჭკვიანით და კონტაქტის სიყვარულით. არის კასტრირებული, ვაქცინირებული. 3 წლამდე ასაკის. იდეალური იქნება ეზოიანი სახლი, სოფელი. დაგვეხმარეთ პოსტის გავრცელებაში და თუ დაინტერესდებით მოგვწერეთ .
სფკ თავშესაფარი