მეგობრებო გვინდა გაგახსენოთ ჩვენი ერთერთი ბინადარი, გოცირიძის მეტროს ფისო,რომელსაც ორივე უკანა კიდური…
მეგობრებო გვინდა გაგახსენოთ ჩვენი ერთერთი ბინადარი, გოცირიძის მეტროს ფისო,რომელსაც ორივე უკანა კიდური მოწყვეტილი ქონდა. დასაწყისში ვიფიქრეთ რომ მისი ყოფა ტანჯვა იქნებოდა, თუმცა ექიმთან ერთად გადავწყვიტეთ დაგვეწყო მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესი, ურთულესი. ყოველ დღე ფისოს ვუსუფთავებდით და სტერილურად ვუხვევდით ორივე კიდურს. ეს იყო ბრძოლა და ნერვების წყვეტა. გადაწყდა ცალი კიდურის ამპუტაცია და მეორე კიდურის მანამდე გადახვევა,მალამოების დატანება სანამ ახალი ქსოვილები არ წამოვიდოდა. სადღაც ერთ თვეში ჩვენი გოგო უკვე თავისუფლად დგამდა თათს და ეყრდნობოდა მას )) ამპუტაციამ კი ძალიან ადვილად ჩაიარა,ამისთვის დიდი მადლობა ექიმ სერგო ოსიპოვს.
ეს არის იმედის მომცემი შემთხვევა, რომლის საფუძველი რათქმაუნდა ისევ შრომაა )) გოცირიძელი სამფეხა გოგო სფკ თავშესაფარში რჩება გაჩუქებამდე და თქვენი დახმარება ჭირდება ვაქცინაცია-სტერილიზაციის პროცესში. იმედია გამოუჩნდება გულშემატკივრები რომლებიც გვერდში დაგვიდგებიან, მსურველებმა შემოწირულობას მიუთითეთ> სამფეხა ფისოსთვის
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
ს/კ: 400150322
საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი -BAGAGE22
ანგარიშსწორების ანგარიში: GE60BG0000000786573700 GEL
Emoney 384 031 379 davit margishvili
https://www.unipay.com/services/catclub
გმადლობთ