დიდი მადლობაო ფისომოყვარულებს 💜 🐈 დღეს ლენას 27 მშიერ ფისოს მივუტანეთ საკვები. სულ ჩაირიცხა 150 ლარი,…
დიდი მადლობაო ფისომოყვარულებს 💜 🐈 დღეს ლენას 27 მშიერ ფისოს მივუტანეთ საკვები. სულ ჩაირიცხა 150 ლარი, გამოვიდა თითქმის სამი ტომარა. ფისოებმა გაიხარეს და ქალბატონმა ლენამაც დიდი მადლობა გადმოგცათ ყველას.
შეგახსენებთ რომ ეს ფისოები უსახსრობის გამო შიმშილის პირას არიან ხოლმე და წელიწადზე მეტია ჩვენი კლუბის ანგარიშიდან ვეხმარებით შეძლებისდაგვარად. არ მრავლდებიან. ყველა ქუჩიდან არის შეფარებული. ლენას სამ ცუგას ასევე ეხმარებიან ❤
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვინც ჩარიცხა.