სიყვარულის, მზრუნველობის და სიკეთის ძალა.
სიყვარულის, მზრუნველობის და სიკეთის ძალა.
ეს ფუნწიკაა, ფისო რომელიც სამი წელია კლინიკის მუდმივი ბინადარია )) 2015 წელს გაუბედურებული კნუტი მიიყვანეს წერეთლის 55-ში კლინიკა “ბუნებაში”. ფისო ვერ ჭამდა, ვერ სვამდა, იყო საოცრად გამოფიტული, ქონდა სუნთქვის პრობლემები და ყბასაც ვერ კეტავდა ნორმალურად. გადარჩენის შანსი იყო ძალიან დაბალი. კლინიკის მთავარმა ექიმმა პაატა ჩხეიძემ ის დაიტოვა სამკურნალოდ, სრულიად უსასყიდლოდ ჩაუტარდა რამდენიმე კურსი და რეაბილიტაციის მერე უბრალოდ ვეღარ გაუშვეს სხვაგან )) ნელნელა საცოდავი კნუტი იქცა კლინიკის ფუმფულა ავგაროზად და ყველას დღემდე ამახსოვრებს თავს აი უკვე მესამე წელია ! არ შეგვიძლია დიდი მადლობა არ ვუთხრათ კიდევ ერთხელ პაატა ჩხეიძეს, უსახლკარო ცხოველების დიდ გულშემატკივარს და მის გუნდს, გულისხმიერებისთვის და დახმარებისთვის 💜
ფუნწიკა გვიყვარხარ