ჩვენი თავშესაფრის დახმარება უკვე ონლაინ შეგიძლიათ ყველაზე მზრუნველი, საყვარელი, მეგობრული და ცხოველების…
ჩვენი თავშესაფრის დახმარება უკვე ონლაინ შეგიძლიათ ყველაზე მზრუნველი, საყვარელი, მეგობრული და ცხოველების მოყვარული ზოომაღაზიის ვებ გვერდზე ! 💜 მადლობის მეტი რა გვეთქმის ჩვენ და დანარჩენ ორგანიზაციებს ამ შესაძლებლობისთვის !
https://4pets.ge/თავშესაფრების-დახმარება/
🙌🙌 თქვენთვის კიდევ ერთი კარგი სიახლე გვაქვს!
4pets-ის გუნდი სიამაყით წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ საქველმოქმედო პროგრამას, რომლითაც დახმარების თათს ვუწვდით უსახლკარო ცხოველებს, ცხოველთა გადარჩენის ღირსეულ ორგანიზაციებს და თავშესაფრებს. ჩაერთეთ თქვენც და ერთად გავუადვილოთ ცხოვრება მიუსაფარ ცხოველებს! 🐈🐕
ამ ეტაპზე ჩვენ შევარჩიეთ ცხოველთა დაცვის სამი ორგანიზაცია, რომელთა დახმარებაც შეგიძლიათ ძალიან მარტივად, ჩვენი ვებგვერდიდან მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით!
👉 შედით კატეგორიაში „თავშესაფრების დახმარება“. აირჩიეთ პროდუქტი, რომელიც გსურთ რომ შეიძინოთ, შემდეგ მიუთითეთ რომელი ორგანიზაციის/თავშესაფრის დახმარება გსურთ, მიწოდების სერვისს უზრუნველყოფს ჩვენი გუნდი✊
ასევე, ნებისმიერი თქვენი შენაძენის ღირებულების 10% გადაეცემა აღნიშნულ ორგანიზაციებს 💸
ჩვენ გირჩევთ თვალი ადევნოთ თავშესაფრების და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების გვერდებს, საჭიროების შემთხვევაში ისინი გამოაქვეყნებენ რომელი პროდუქტებით დახმარება ესაჭიროებათ 🙏 თითოეული შენაძენი, თუნდაც მცირე, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია უსახლკარო ცხოველების კეთილდღეობისთვის, რომლის გარეშეც მათ გაუჭირდებათ იმ რთული და გრძელი გზის გავლა, რომელიც ქუჩიდან თბილ და მზრუნველ გარემომდე მიდის.
Homeless Pets Help Organization - უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება