მეგობრებო ძალიან გთხოვთ წაიკითხოთ ეს პოსტი, რადგან თბილისში მოქმედ,კატების ერთადერთ აქტიურ თავშესაფარს…
მეგობრებო ძალიან გთხოვთ წაიკითხოთ ეს პოსტი, რადგან თბილისში მოქმედ,კატების ერთადერთ აქტიურ თავშესაფარს ეხება საქმე. სფკ თავშესაფარს სამი წელი შეუსრულდა ივლისში. 2015 წლიდან ჩვენ მოხალისეობრივად ვუძღვებით ამ საქმეს - კეთილი ადამიანების მხარდაჭერით,ვეხმარებით გასაჭირში მყოფ უსახლკარო კატებს. როგორი სიმძიმის ბინადარი არ გვყოლია და რა არ გადაგვიტანია ამ სამ წელიწადში. ამის გახსენება ძალიან შორს წაგვიყვანს. ამიტომ გვინდა დავწეროთ დღეს არსებულ პრობლემებზე. ალბათ იცით რომ ეს პატარა თავშესაფარი არსებობს მხოლოდ ინდივიდუალური შემოწირულობებით.სხვა ფინანსური წყარო ჩვენ არ გაგვაჩნია. ყოველთვიურად გვიწევს ისეთი ხარჯების გასტუმრება როგორიც არის: ქირა, გადასახადები, ვეტერინარული მომსახურება,სტერილიზაცია-კასტრაცია,წამლები, ჰიგიენის საშუალებები, სხვადასხვანაირი საკვები,ქვიშა,ტრანსპორტირება,სხვაგან შეფარებული ფისოების შენახვა-მკურნალობა და უამრავი წვრილმანი რაც აუცილებელია თავშესაფრისთვის. ვალები და ნერვიულობა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია ყველა სხვა სირთულესთან ერთად. დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა : წვალებით გადარჩენილ კატებს/კნუტებს ვერ ვაჩუქებთ დროულად. თავშესაფარში მრავლდება პრობლემები, ჯანმრთელობა უარესდება,შესაბამისად ვერ ვიღებთ ახალ ფისოებს,ფინანსური რესურსი კი ისევ ნულზეა. კანის და ჯანმრთელობის პრობლემებს ამძიმებს საშინელი სიცხე და რწყილები. ყველა კნუტი არის დაკვირვების ქვეშ (ორის გარდა) 17 კატას აქვს ყურის ტკიპა. ამ ორ დღეში თუ არ შევიძინეთ საჭირო პრეპარატები, არ ვიცით რა იქნება..
ყოველ დღე გვთხოვენ ფისოების დახმარებას და რომ ვეხმარებით მერე ვრჩებით კრიზისში მარტოები. ადამიანების სია,რომლებიც მუდმივად გვირიცხავენ იმდენად მცირეა რომ უკვე გვერიდება მათი. ყოველი ლარი მნიშვნელოვანია.ძალიან იშვიათად ვწერთ რომ გვიჭირს,რადგან პოზიტივზე გვირჩევნია კონცენტრირება და არ ვჩერდებით. ვისაც გაქვთ დახმარების სურვილი , გთხოვთ მიუითეთ > თავშესაფარი
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
ს/კ: 400150322
საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი -BAGAGE22
ანგარიშსწორების ანგარიში: GE60BG0000000786573700 GEL
თიბისი ბანკი
ბანკის კოდი-TBCBGE22
ანგარიშსწორების ანგარიში
Emoney 384 031 379 დავით მარგიშვილი
დიდი მადლობა