მეგობრებო დახმარება გვჭირდება ძალიან რთული სიტუაციაა. დეზერტირების ბაზრის მახლობლად ცხოვრობენ ეს ულამაზესი…
‼️ მეგობრებო დახმარება გვჭირდება ძალიან რთული სიტუაციაა. დეზერტირების ბაზრის მახლობლად ცხოვრობენ ეს ულამაზესი ფისოები, სადაც მათ უვლის და კვებავს ორი ადამიანი. ყველა დანარჩენი წინააღმდეგია ამ კატების იქ ყოფნით, იმუქრებიან მოწამვლით და ამ ორი გულისხმიერი ადამიანის ბაზრობიდან გაშვებით. ერთი კატა უკვე შეეწირა სიძულვილს. დარჩენილ ოთხს იგივე ელის,თუ არ დავეხმარეთ ტერიტორიის შეცვლაში და გაჩუქებაში. ქალბატონი რომელიც ზრუნავს სასოწარკვეთილებაშია, ყოველდღიური სტრესის და ჩხუბების ფონზე. სფკ თავშესაფარში კარანტინია,იმ პრობლემების გამო,რაზეც ვწერდით ცოტა ხნის წინ. ძალიან გთხოვთ მაქსიმალურ ჩართულობას. ფისოებს ჭირდებათ უსაფრთხო ტერიტორია ან ოჯახები. გრძელბეწვიანი კატა მდედრია,სტერილური.დანარჩენი სამი კი ბიჭი. ვისაც შეგიძლიათ ნებისმიერი სახით დახმარება,დაგაკავშირებთ ამ ადამიანებს.
Share