EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2018

ამ კნუტმა უკვე გაიარა ორთვიანი გზა ქუჩიდან შემფარებლამდე. სამი კვირის იყო და მაქსიმუმ სიცოცხლის ერთი დღე…

ამ კნუტმა უკვე გაიარა ორთვიანი გზა ქუჩიდან შემფარებლამდე. სამი კვირის იყო და მაქსიმუმ სიცოცხლის ერთი დღე ქონდა დარჩენილი,როცა გადავწყვიტეთ მისი წამოყვანა. სახლის პირობებში ერთ კვირიანი, ინტენსიური მკურნალობის და სპეციალური კვების შემდეგ ფისომ უკვე თამაში დაიწყო, აღარ ჭირდებოდა კონტეინერში ყოფნა. კუჭ-ნაწლავის მდგომარეობა ნელ-ნელა დაურეგულირდა, საკვების ულუფა გაზარდა. გასუფთავდა და დამრგვალდა 💓 ეს ყველაფერი ხდებოდა რეჟიმის მიხედვით,იზოლირებულად და ყურადღების ქვეშ. ამიტომ ვანიჭებთ უპირატესობას სახლში შეფარებას კნუტების შემთხვევაში. ასე გადარჩენის შანსი უფრო მაღალია, ვიდრე თავშესაფარში.
იდეალური გაგრძელებისთვის, სრულიად მოვლილ,იღბლიან ნებიერას ჭირდება მუდმივი ოჯახი 🙂
ჩუქდება 2.5 თვის ჯანმრთელი,ლამაზი,ჭკვიანი მდედრი .
დაგვეხმარეთ გავრცელებაში
593330988

61 რეაქცია0 კომენტარი17 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →