9 დეკემბერს, თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში გასტერილდა 5 მოზარდი ფისო ვერის ტერიტორიიდან. ოპერაციების…
9 დეკემბერს, თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში გასტერილდა 5 მოზარდი ფისო ვერის ტერიტორიიდან. ოპერაციების შემდეგ ფისოები მოთავსდნენ სფკ თავშესაფარში და რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან მიმკედლებელთან . დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ადამიანს ვინც ზრუნავს ამ ჩამრგვალებულ კნუტებზე და აუცილებლად უნდა ვთქვათ რომ ეს დროული და ძალიან საჭირო წამოწყებაა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მხრიდან,რომელიც საშუალებას აძლევს მოხალისეებს გაასტერილონ/დააკასტრირონ ქუჩის ფისოები და მაშინვე წამოიყვანონ სახლში ან სხვა უსაფრთხო ადგილას. ეს პროცესი განტვირთავს თავშესაფრის საკატეს,რაც ისევ ფისოებისთვის არის კარგი. იმავე დღეს ვნახეთ კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც მოყვანილი ყავდათ შეფარებული,მისაკედლებელი ფისოები. ასე გასტერილებული კატების რაოდენობა ბევრად უფრო გაიზრდება,რაც ძალიან გვახარებს ✌🏻
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო / Animals Monitoring Agency
Tinano Javakhishvili