EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2022

ეს მარიოა, სფკს 6 წლის ბენეფიციარი. უსინათლო ფისო რომელიც უზრუნველად ცხოვრობდა ერთ კეთილშობილ ქალბატონთან,…

ეს მარიოა, სფკს 6 წლის ბენეფიციარი. უსინათლო ფისო რომელიც უზრუნველად ცხოვრობდა ერთ კეთილშობილ ქალბატონთან, სხვა შეფარებულ ფისოებთან ერთად. დღეს მარიოს მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ვიბრძვით სიცოცხლისთვის. მინდა გაგაცნოთ მისი ისტორია ⬇️
2016 წლის ზაფხულში, სფკ თავშესაფარი სულ ერთი წლის დაარსებული გვქონდა, ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია იოსებიძის ქუჩაზე მყოფი ვირუსიანი კნუტების შესახებ. მივედით სანახავად და დაგვხვდა კატასტროფული სიტუაცია. 20მდე უსუსური, ავადმყოფი კნუტი ირეოდა ეზოებში, ყველა დაავადებული,დასუსტებული იყო. გარშემო კი გაუსტერილებელი დედა კატები დადიოდნენ. მარიო და მისი და-ძმები ბნელი სარდაფიდან ამოვიყვანეთ,ყველაზე რთული მდგომარეობა მათ ქონდათ.. ოთხივეს თვალები ქონდა გადაგარებული. სანამ ჩვენ, ქალაქის სხვადასხვა უბნიდან მოსული მოხალისეები შეძლებისდაგვარად ვასუფთავებდით და ვმკურნალობდით საცოდავ კნუტებს, ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან მხოლოდ პრეტენზიები და შეურაცხყოფები გვესმოდა.. თურმე ძალიან მომრავლდნენ კატები, ავრცელებენ დაავადებებს, უნდა მოვაშოროთ, გადავაშენოთ, ჩვენ ვიყავით მთავარი “უსაქმურები” და დაქირავებული მასონები კიდევ ) ფიზიკურ შრომასთან ერთად როგორი ფსიქოლოგიურ-ემოციური წნეხის და აგრესიის ქვეშ ვიმყოფებიდით ცხოველმოყვარულები, ამაზე აღარ გავაგრძელებთ საუბარს, ყოველდღიური იქ სიარულის მერე გადაწყდა 3 მძიმე კნუტის შემფარებლებთან გადაყვანა, ერთი დაიღუპა იმ დღესვე. ერთი მოვათავსეთ კლინიკაში წერეთელზე და ორი ერთად მოხალისეებთან სახლში. სამივე კნუტი გადარჩა ! ერთი გაჩუქდა და ძმები დარჩნენ ჩვენი მფარველობის ქვეშ . ასეც შემორჩნენ მარიო და ქევინი დღემდე )) ორი უსინათლო,უსაყვარლესი ფისო. მინდა გაიგოთ ჩვენო მეგობრებო, რამხელა რესურსი იდება თითო ცხოველის გადარჩენაში, რადგან გადარჩენა ხომ მარტო ერთჯერადი პროცედურა არაა, ეს პასუხისმგებლობაა გადარჩენილი ცხოველის წინაშე, კონკრეტულ შემთხვევაში კი კატის, რომელიც ვეღარ ადაპტირდება ქუჩაში..
მარიო ახლა უდგას მძიმე პერიოდი, არ ვიცით როგორ იქნება საქმე, მაგრამ უნდა ვეცადოთ ამოქაჩვას.. ფისომ დაიკლო წონაში, ცუდად ჭამდა. სისხლის ანალიზებმა აჩვენა თირკმელების პრობლემა, თუმცა კვლევა კიდევ გასაგრძლებელია, არის სხვა ეჭვებიც. მარიოს ანალიზები და მკურნალობა მთლიანად ჩვენი ასანაზღაურებელია. ფისო არის კრიტიკულ ზღვართან ახლოს, ამიტომ ძალიან გვჭირდება თქვები თანადგომა. ამ 6 წლის მანძილზე არაფრით შევუწუხებივართ, და ახლა ყველაზე მეტად ვჭირდებით ! გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ > მარიო
✅მარიო

მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი

#GE60BG0000000786573700

51 რეაქცია11 კომენტარი4 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →