EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2019

გამარჯობა მეგობრებო. ეს ფისო უსინათლო ჯულია. 4 წლის წინ მიუსაფარი კატის 8 კნუტი ამოვიყვანეთ საკეისრო…

მკურნალობა

გამარჯობა მეგობრებო. ეს ფისო უსინათლო ჯულია. 4 წლის წინ მიუსაფარი კატის 8 კნუტი ამოვიყვანეთ საკეისრო კვეთით, ჯულია ერთერთი მათგანია. კნუტობაში ვირუსის გამო მხედველობა დაკარგა თუმცა მზრუნველ ოჯახში მაინც დაიტოვეს. ამან ისეთი სტიმული მოგვცა, რომ დავპირდით ჯგუფი გვერდით დაუდგებოდა ვეტერინარული დახმარების კუთხით საჭიროების შემთხვევაში.
ბოლო პერიოდში ჯულიას დაეწყო შარდვის პრობლემები, თავიდან პატრონი ეცადა თავისი ძალებით პრობლემის მოგვარებას, მაგრამ შარდში სისხლი რომ გაერია და ფისომ უფრო მოიწყინა,მაშინვე ჩვენ მოგვმართა დახმარებაზე.
რამდენიმე დღის წინ ფისო გვყავდა აბ ვეტ ბუნებაში სადაც გაუკეთდა ექოსკოპია, რენტგენი, სისხლის ბიო-ქიმია. უკეთდებოდა ნემსები და დაენიშნა მკურნალობა ანალიზის პასუხის მიხედვით. ფისოს აქვს ძლიერი ცისტიტი. ასევე აღმოაჩნდა მუცლის თიაქარი 😔
ამ მოსიყვარულე ბისკვიტისთვის გვჭირდება თქვენი თანადგომა,ისევე როგორც მისი დაბადებისას გვჭირდებოდა. ფაქტიურად მეორედ უნდა ვაჩუქოთ სიცოცხლე. მის პატრონს ძალიან უყვარს ჯული და ზრუნავს, ეშინია დაკარგვის..
✅გთხოვთ დახმარების მსურველებმა მიუთითოთ დანიშნულებაში > ბრმა ფისო ჯული
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
ს/კ: 400150322
საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი -BAGAGE22
ანგარიშსწორების ანგარიში: GE60BG0000000786573700 GEL
თიბისი ბანკი
ბანკის კოდი-TBCBGE22
ანგარიშსწორების ანგარიში
Emoney 384 031 379 დავით მარგიშვილი
დიდი მადლობა

44 რეაქცია9 კომენტარი19 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →