EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2022

საღამო მშვიდობისა მეგობრებო. მოვედით ფოტოებით და ამბებით სფკ თავშესაფრიდან,სადაც უმძიმესი თვე გავიარეთ.…

საღამო მშვიდობისა მეგობრებო. მოვედით ფოტოებით და ამბებით სფკ თავშესაფრიდან,სადაც უმძიმესი თვე გავიარეთ. ჩვენი ქრონიკული დაავადებების მქონე ბენეფიციარების მდგომარეობის დამძიმების გარდა, თავს დაგვეცა (პირდაპირი მნიშვნელობით) პანლეიკოპენია - კატის ჭირი და რესპირატორული ვირუსი. მივიღეთ სასწრაფო ზომები - კლინიკაში გავაკეთეთ ტესტები და სისხლის ანალიზები, დადასტურებულებს დავუწყეთ სასწრაფოდ სიმპტომატური მკურნალობა, 40 კატას კი დაჭირდა ფელიფერონის სამ დღიანი კურსი - ანტივირუსული და იმუნომასტიმულირებელი პრეპარატი,რომელიც დაჯდა 700 ლარი..
40 ფისოდან დაიღუპა ერთი კნუტი,რომელსაც პირველად გამოულინდა სიმპტომები და პატარა ორგანიზმმა ვერ გაუძლო მკურნალობის მიუხედავად. ძალიან შრომატევადი, სანერვიულო და ფრთხილი, თანმიმდევრული ქმედებების შედეგად ჩვენ დავძლიეთ უვერაგესი ვირუსი და სიტუაცია დასტაბილურდა. ფისოების უმეტესობა ვაქცინირებული იყო,რაც ასევე ძალიან დაგვეხმარა. კარანტინი ჯერ ისევ გრძელდება რათქმაუნდა.
არ შეგვიძლია ხაზი არ გავუსვათ ერთ ფაქტორს - ჭირის ვირუსი კატებში გავრცელდა რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად, რომელთაც ერთმანეთში გადაკვეთა არ ქონიათ ერთი ადგილის გარდა- ვეტერინარული კლინიკები. დიდი პატივისცემით გვინდა ვთხოვოთ და მოვუწოდოთ კლინიკების ხელმძღვანელობებს რომ მეტი ყურადღება გამოიჩინონ საქმიანობის დროს. უმნიშვნელო დეტალებში ჰიგიენურ-სანიტარულ დარღვევასაც კი დიდი გავლენა და ჯაჭვური რეაქცია აქვს მოვლენებზე. პირველ რიგშია პაციენტი ცხოველების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, შემდეგ კი მოხალისეების და პატარა თავშესაფრების ფინანსური კრიზისი და დამატებით ადამიანური,ემოციური გამოფიტვა..
პატრონებს და მიმკედლებლებს შევახსენებთ გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე. ვირუსული აფეთქები პერიოდია. მოგიწოდებთ დროული კომპლექსური აცრებისკენ.
კლინიკებში დაგროვილი ვალების გადახედვისას გული გვისკდება. სხვისთვის შეიძლება ეს ერთი ჩანთის თანხაა, ჩვენთვის კი ათეულობის ფისოს გადარჩენის ან გადარჩენის მცდელობის ისტორიაა..
ამიტომ გთხოვთ თანადგომას ამ ძალიან რთულ და კრიზისულ სიტუაციაში. წინა ორი კვირა საერთოდ წერის თავი და დროც არ გვქონდა… თუმცა ვიკრებთ ძალებს და ვაგრძელებთ !
დიდი მადლობა ისევ და ისევ 🙏🏻
დანიშნულება ✅ სფკ თავშესაფარი

მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი

#GE60BG0000000786573700

51 რეაქცია24 კომენტარი6 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →