EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2023

ზუგდიდელი ფისოს კეთილი ზღაპარი 💟

ზუგდიდელი ფისოს კეთილი ზღაპარი 💟
ყველა დაზარალებულ, მიუსაფარ ცხოველს ვუსურვებთ ასეთ შედეგს . დაძინების ყოფილი კანდიდატი, დღეს ისევ ბედნიერი,ხრუხრუნა ფისოა. სითბოს და სიყვარულის მონა ))
14 ოქტომბერს, ჩამოყვანის დღეს კატუნას აღენიშნებოდა : ყბა-სახის რამდენიმე მოტეხილობა, ქსოვილების ნეკროზი, ინფექცია, ანემია. მკურნალობა და ურთულესი რეაბილიტაცია გაგრძელდა 2 თვეზე მეტი,რისთვისაც საჭირო იყო: ინფუზია, წამლები, ინექციები, პროცედურები,ხელით კვება, კრიტიკული პერიოდების გადალახვა, ეს ყველაფერი კი სუპერ გამოცდილი შემფარებლის ყოველდღიურობა იყო. ინდივიდუალური ზრუნვის შედეგად, ფისომ სულ ახლახანს დამოუკიდებლად ჭამა დაიწყო. ეს ნამდვილი მიღწევაა მისი ტრავმების გათვალისწინებით ! ასეთი პაციენტის მიხედვა ყველაფერთან ერთად დიდი ხარჯიცაა. დაგვიგროვდა ვალები.. ძალიან დიდი იმედი გვაქვს ისევ თქვენი თანადგომის 🙏🏻 კიდევ ერთ ფისოს მიეცა სიცოცხლის გაგრძელების შანსი და იმედია ყველაფერი ასე კარგად იქნება ზუგდიდში, ოჯახში დაბრუნების შემდეგაც.
მეგობრებო, როგორც აქამდე, თითო ლარი საქმედ იქცევა ხოლმე, ნუ მიგვატოვებთ , საქმიანობის გასაგრძელებლად თქვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია 💟
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ
✅ ზუგდიდელი ფისოსთვის

მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი

#GE60BG0000000786573700

326 რეაქცია43 კომენტარი15 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →