ეს 14 წლის ფისო სახელად ნოკია იყო..
ეს 14 წლის ფისო სახელად ნოკია იყო..
კვირას დღისით მანქანამ გაიტანა და მაშინვე გათავდა. მინდა მოგიყვეთ ამ კატაზე იმისთვის რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ჩვენ პასუხისმგებობაზე ცხოველების წინაშე, იმაზე თუ როგორც ვცვლით მათ სიცოცხლეს უკეთესობისკენ ან უარესობისკენ.
ნოკია და მია ჩვილი კნუტები იყვნენ როცა იშვილეს, ერთად გაიზარდნენ და 13 წელი გაატარეს ოჯახში. არაფერი აკლდათ, ლაღი, უსაფრთხო ცხოვრება ქონდათ თავის საყვარელ ადამიანებთან ერთად.
ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დროს თხოვნით დარეკა ერთმა ადამიანმა,რომ რამენაირად დავხმარებოდით ორი კატის დაბინავებაში. გამოვკითხეთ მიზეზები, დასახელდა ალერგია ფეხმძიმობის დროს და სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა..
პატრონი მზად იყო ყველაფრით უზრუნველყო, მაგრამ ვაი რომ არც ფული და არც ნივთები უკვე აღარაფერს წყვეტს ხოლმე ასეთ დროს ცხოველებისთვის..
ქუჩაში ხომ ვერ დავტოვებდით სახლში დაბერებულ კატებს. გადმოვიდნენ მია და ნოკია სფკ თავშესაფარში, თავისი “ბარგით”,საკვებით, ჯამებით. მათი განცდების წარმოდგენაც კი მტკივნეულია. როცა ვერ ხვდები სად, რატომ, როდემდე ..
ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით ხელშეწყობას, თითქოს მოგვეჩვივნენ ნელნელა, ნოკია (მამრი) უფრო აქტიური იყო. მია ძალიან ნაზი,უფრო ნაღვლიანი, ორ თვეში გახდომა დაიწყო, წავიყვანეთ კლინიკაში სადაც დაუდგინდა სიმსივნე.. მალევე დაიღუპა ჩვენი მცდელობის მიუხედავად. ნოკიამ კი ქუჩა არჩია, სულ გაქცევას ცდილობდა და როცა გავუშვით დარჩა კიდეც გარეთ. მთელი წელი ვხედავდით პერიოდულად და ვეძახდით - ყოჩაღ ნოკია მაგარი ბიჭი ხარ, ყოჩაღ. საკვები არც იქ აკლდა. არც მოფერება მშენებლობის თანაშრომლებისგან. არაფრით ტოვებდა იმ ადგილს (ოთხჯერ დავაბრუნეთ თავშესაფარში)
ბოლოს უბრალოდ პატივი ვეცით მის არჩევანს, რომელიც პირველად გააკეთა ადამიანის ჩარევის გარეშე. თავად გადაწყვიტა სად და როგორ გაეტარებინა ბოლო წელი თავისი ოჯახის მიღმა . გუშინ დაასრულა. ასე არ უნდა დამთავრებულიყო მაგრამ ოჯახის გადაწყვეტილებას ჯაჭვურ რეაქციაში მოყვა ეს შედეგიც.
ნოკია და მია გვაპატიეთ 💜🐾
ფოტოები რამდენიმე დღით ადრე არის გადაღებული.