EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2019

აქცია 🙏🏻დავეხმაროთ მზრუნველ ადამიანებს ფისოების გამოკვებაში🐾

აქცია 🙏🏻დავეხმაროთ მზრუნველ ადამიანებს ფისოების გამოკვებაში🐾
📣 მეგობრებო , უამრავი ადამიანი მოგვმართავს საკვებზე დახმარების თხოვნით მიკედლებული და შეფარებული ფისოებისთვის. ჩვენც მუდმივად ვუგროვებთ და ვეხმარებით სხვადასხვა ლოკაციებზე. მომართვიანობა ჩვენ რესურსზე და შემოწირულობებზე 10ჯერ,20ჯერ მეტია..
ამ ეტაპზე ძალიან ჭირდებათ საკვები სამ შემფარებელს, მიმკედლებელს.
1. 30მდე ფისო რომლებიც სახლში არიან შეფარებული. არ მრავლდებიან. ძალიან უჭირთ გამოკვება.
2. 20მდე ფისო, ზოგი სახლშია შეფარებული,ზოგი ეზოში. ოჯახი ყველანაირად ზრუნავს მაგრამ საკვები ძალიან დიდ თანხებს ითხოვს და ჭირდებათ თანადგომა ამ კეთილ საქმეში. არ მრავლდებიან.
3. ქალბატონი ასმათი მთელი ცხოვრება იცავდა, მკურნალობდა, კვებავდა და უვლიდა ეზოში მიკედლებულ ფისოებს ხილიანზე. პენსიონერი ქალბატონი ახერხებდა იმდენს რომ მეზობლებისთვის ზედმეტი სალაპარაკო არ მიეცა, ასუფთავებდა სადარბაზოს,აივანს. ამუშავბდა კატებს რწყილებზე, თხუთმეტივე სტერილიზებული და კასტრირებული ყავდა !
ერთი თვეა ასმათი საავადმყოფოში წევს ჯანმრთელობის პრობლემებით.. 80 წლამდე ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა,როგორც გვითხრეს გონზეა და თავისი გამოზრდილი,ნაფერები ფისოების დარდი აქვს (( პირველ რიგში ძალიან ჭირდება საკვებით დახმარება,ერთი მეზობელი აჭმევს და შეგვიძლია მას შევუძინოთ ტომარა საკვები. ძალიან გაუჭირდებათ კატებს ასმათის მფარველობის გარეშე.. ვუსურვოთ ქალბატონს გამოკეთება და სახლში მალე დაბრუნება 🙏🏻
ძალიან გთხოვთ აქტიურობას, თითო ლარით, ვისაც რამდენი შეუძლია.ჯამში 60-70 კატაზეა საუბარი. გადავანაწილებთ რაოდენობის მიხედვით, გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ > საკვების აქცია
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
ს/კ: 400150322
საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი -BAGAGE22
ანგარიშსწორების ანგარიში: GE60BG0000000786573700 GEL
თიბისი ბანკი
ბანკის კოდი-TBCBGE22
ანგარიშსწორების ანგარიში
Emoney 384 031 379 დავით მარგიშვილი
დიდი მადლობა

59 რეაქცია14 კომენტარი33 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →