EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2023

ჯიპი დაეჯახა ფისოს კოსტავას 72 ნომერში, 30 მარტს ღამის 2 საათზე ! რათქმაუნდა მიატოვა და ფისო თავისით…

‼️‼️ ჯიპი დაეჯახა ფისოს კოსტავას 72 ნომერში, 30 მარტს ღამის 2 საათზე ! რათქმაუნდა მიატოვა და ფისო თავისით მიხოხდა ტროტუართან 😞 კეთილმა ადამიანებმა მაშინვე გადაიყვანეს სადღეღამისო კლინიკა ვეტმედში.

ფისო მამრია, დაახლოებით 1 წლის, რუსული ცისფერი. იქნებ პატრონი ეძებს, ძალიან გთხოვთ გაავრცელოთ 🙏🏻
კლინიკა ვეტმედში გადასახდელია თანხის ნაწილი 50 ლარი. გაუკეთდა რენტგენი და აღმოუჩინეს პირველადი დახმარება. აქვს მენჯის და უკანა კიდურის მოტეხილობა. თუ ოპერაცია დაჭირდა, საკმაოდ დიდი თანხა ჯდება.. ფისო რეალურად გამოსაკვლევია ჯერ კიდევ, რა ვქნათ ?

თუ/სანამ ოჯახი გამოჩნდება, უნდა ვუპატრონოთ თქვენი თანადგომით და დახმარებით 🙏🏻🙏🏻🙏🏻

გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ
✅ ნაავარიევი ფისო კოსტავადან

მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი

#GE60BG0000000786573700

137 რეაქცია59 კომენტარი28 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →