EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2023

ბოხვერიკომ დღეს გაიკეთა ოპერაცია მენჯზე, ძლიერი დეფორმაცია და გაუვალობა რომ აწუხებდა. ოპერაციამ ნორმალურად…

‼️ ბოხვერიკომ დღეს გაიკეთა ოპერაცია მენჯზე, ძლიერი დეფორმაცია და გაუვალობა რომ აწუხებდა. ოპერაციამ ნორმალურად ჩაიარა, წინ ორი თვეა რეაბილიტაციის ((
არ დაგვტოვოთ, დაგვჭირდება თანადგომა სრულ გამოჯანმრთელებამდე 🙏🏻🙏🏻🙏🏻🙏🏻 ახალი ფოტოები იხილეთ კომენტარებში⬇️

ახლა ამ ბოხვერა ბიჭის გარშემო უნდა გავერთიანდეთ მეგობრებო ! 16 მარტს მოიყვანეს კლინიკაში დაგლეჯილი ორთაჭალელი ფისო. გვერდები გადატყავებული ქონდა, წინ ყოველდღიური ურთულესი და მტკივნეული მანიპულაციები ელოდა, რიმელსაც იდეალურად გაართვა თავი მოყვარულმა და შემფარებელმა,სფკს ერთერთმა დამფუძნებელმა Bella Bellმა. სასწაული მოახდინა რომ ქირურგიულ ჩარევას არიდა მაშინ ფისო, მისი დაზიანებებიდან გამომდინარე 🙏🏻
თუმცა გამოჩნდა მეორე და უფრო რთული პრობლემა, რომლის მოგვარების გარეშე ის ვერ იცხოვრებს სრულფასოვნად და შეიძლება გადაყვეს კიდეც..
ფისოს აღმოაჩნდა ძველი ტრავმა - არასწორად შეხორცებული მენჯები,რომლებიც აწვება სწორ ნაწლავს.
წარმოიდგინეთ, მისთვის ყოველი კუჭ-ნაწლავის მოქმედება არის ტანჯვა. ძლივს გამოდის ფეკალიები და ტკივილთან არის დაკავშირებული. შეკრულობა აქვს და გაზები. ბოლო პერიოდში ყმუის ყოველი მოქმედების დროს 😞😞😞
ერთადერთი გზა ამ პრობლემის მოგვარების არის მენჯების კორექცია, ქირურგია.
ფისო უბრალოდ ვერ იცხოვრებს ასე სულ…
რა ვქნათ, თქვენ აქტიურობას ველოდებით, დავგეგმოთ თუ არა ოპერაცია ..

ქირურგიის თანხა და მინიმუმ ერთთვიანი რეაბილიტაცია ჭირდება ამ უსაყვარლეს თავ-ლოყა მუცელას ♥️🐾 გთხოვთ გულთან ახლოს მიიტანოთ და ჩავერთოთ თითო ლარით მაინც. დანიშნულებაში მიუთითეთ
✅ ორთაჭალელი ბოხვერას ოპერაცია

მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი

#GE60BG0000000786573700

70 რეაქცია19 კომენტარი40 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →