EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2020

დღეს როგორც ყოველდღე მარტიდან მოყოლებული,იყო კნუტების გადაყრის დღე. როგორც ყოველთვის ამ სტრესმა და ჯაფამ…

დღეს როგორც ყოველდღე მარტიდან მოყოლებული,იყო კნუტების გადაყრის დღე. როგორც ყოველთვის ამ სტრესმა და ჯაფამ გადაიარა მოხალისეებზე, ცხოველმოყვარულებზე. ჩვენი ნერვებით, ენერგიით, დროით, შეკოწიწებული ფინანსებით და უამრავი ბარიერის გადალახვით ხდება ყოველი კნუტის გადარჩენა,შეფარება, დაბინავება,გამოკვება,მკურნალობა. დიდი მადლობა თოთოეულ მზრუნველ და აქტიურ ადამიანს ამისთვის !
რა ხდება ამის პარალელურად ქვეყანაში ? ისევ არ ჩანს პოლიტიკური ნება ძირეული ცვლილებებისთვის და კანონპროექტის გატანისთვის პარლამენტში “ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ” უკვე წლებია. არ აქვს სახელმწიფოს პოპულაციების მართვის მკაფიო გეგმა მთელი საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად არ კონტროლდება არც ძაღლის და კატის მოშენება/გამრავლება, არც “რეალიზაცია”. გადავსებულია ქვეყანა გამოყრილი ჯიშიანი ძაღლებით უპასუხისმგებლო პატრონების მიერ. რეგიონებში,ტრასებზე,ქალაქებში შეგხვდებათ ასეულობით შიმშილისგან დაუძლურებულ ძაღლი,რომელთა გამოკვებაც უდიდესი პრობლემაა. არ ხდება ცხოველების წამების და მკვლელობის ფაქტების გამოძიება. პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში ისევ მოხალისეებმა ავიღეთ პასუხისმგებლობა უსახლკარო ცხოველების შეძლებისდაგვარად გამოკვებაზე უამრავი წინაღობის მიუხედავად !
არაფერზე ვწუწუნებთ ისევ ცუგების და ფისოების სიყვარულის გამო , გავაგრძელებთ კიდეც ბრძოლას კანონისთვის და კეთიდღეობისთვის, მაგრამ ხელი შეგვიწყეთ იმით მაინც რაც გევალებათ - აუცილებელი სტერილიზაცია/კასტრაციით !
თბილისის მერია / Tbilisi City Hall
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო / Animals Monitoring Agency
შეგვიწყეთ ხელი საერთო საქმეში ‼️ ბოლო ნახევარი წელია უმრავლეს შემთხვევაში უარს ვიღებდით კატების დროულ სტერილიზაციაზე, როგორც ჩვენი ორგანიზაცია, ასევე გარშემომყოფი მოხალისეები . ჩვენ გაფრთხილებდით რომ კატასტროფა იქნება თუ შევანელებთ ტემპს და ოპერაციების რაოდენობას. გასაგებია რომ ერთ წელში სასურველ შედეგს ვერ მივაღწევდით, მაგრამ მეტის გაკეთება შეიძლებოდა უდაოდ უფრო აქტიური პროცესის წარმართვის შემთხვევაში,რისთვისაც ჩვენ,მოხალისეები სულ მზად ვართ. მთელი გაზაფხულის პერიოდში, მუნიციპალური თავშესაფრიდან ასევე გამოგვყავს და ვაბინავებთ გადაყრილ კნუტებს, ვზრუნავთ მათ გამოკვებაზე,,მკურნალობაზე,რაც არ გვიჯდება იაფი. უამრავი ადამიანია მზად საკუთარი ფეხით მოიყვანოს საოპერაციო ქუჩის ფისოები, შემდეგ პოსტოპერაციული ფისოების ნაწილი მოვათავსოთ სფკ თავშესაფარში, დაიზოგოს ადგილები და რესურსი და ამის სანაცვლოდ მხოლოდ ერთი რამ გვჭირდება - გ ა გ ვ ი ს ტ ე რ ი ლ ე თ დროულად ! მიეცით მოქალაქეებს მეტი ჩართულობის საშუალება. ჩვენ მრავალრიცხოვან ჯგუფში სულ იწერებოდა და იწერება რომ მუნიციპალურ თავშესაფარში სტერილიზაციაზე ჩაწერა ან შეუძლებელია, ან ხდება გადავადება გაურკვეველი დროით. შედეგებს კი ახლა ვკრიფავთ გზადაგზა, ურნებიდან, პარკებიდან ყოველდღე.. ამის მშვიდად ატანა შეუძლებელია. არ არის მოსვენების დრო და ფუფუნება. შეგვიწყეთ ხელი საერთო საქმეში! ეს არ არის ჩვენი სამსახური მაგრამ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა !
პ.ს დღეს ერთერთმა ცხოველმოყვარულმა ქუჩაში იპოვა ერთმანეთზე მავთულებით გადაბმული, ფეხებდატეხილი,ცოცხალი ახალშობილი ჩვილი კნუტები. აი ეს არის უკანონობის და უკონტროლობის შედეგი.

97 რეაქცია45 კომენტარი31 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →