✔️ფისო დაიღუპა .. პროცესი შორს იყო წასული უკვე.. ძალიან სწრაფად მოწყდა.
✔️ფისო დაიღუპა .. პროცესი შორს იყო წასული უკვე.. ძალიან სწრაფად მოწყდა.
სულ ჩაირიცხა 185 ლარი, რაც ნაწილობრივ დაფარავს მხოლოდ ტესტების და ანალიზების ვალს ..
დიდი მადლობა ყველას 😔
ჩვენთანაც მოვიდა ფიპი 😞 სველი, ვირუსული პერიტონიტი. სფკს ერთ ჩუმ და უსაყვარლეს ფისოს დაუდასტურდა.. ლეატალურობა = 100%
გამოსავალი - მკურნალობის დაწყევა GS პრეპარატით, რომლითაც უკვე ხუთზე მეტი ფიპიანი ფისო გადავარჩინეთ სიკვდილს..
მკურნალობა არის სამ თვიანი, ყოველდღიური ინექციის სახით. ასევე ჭირდებათ ანალიზები მდგომარეობის გადასამოწმებლად. ჯამში ჯდება 2000 ლარამდე . ხელს არ მოვკიდებდით ამ რთულ საქმეს, რომ არ გვქონდეს გამოცდილი პრეპარატის სასწაულებრივი შედეგი !
ფისო უკვე გახდა და მოწყდა.. შემდეგი ეტაპი გარდაუვალი სიკვდილი იქნება. მკურნალობის დაწყების შემდეგ კი ერთი დღე ჩავარდნაც არ შეიძლება..
თქვენი გადასაწყვეტია, ვაჩუქოთ თუ არა ერთობლივი ძალებით ბისკვიტას კიდევ ერთი სიცოცხლე .. რადგან ვერავის ვერაფერს დავავალდებულებთ 😞
ფისო ჩვენთან მოვიდა თითქმის ერთი წლის წინ. ყური კუპირებული ქონდა, შესაბამისად გასტერილებული, იყო უუუბუთქუნესი, მრგვალი ტანით და დაბალი ფეხებით ♥️
ჯერ ეზოში იცხოვრა რაღაც პერიოდი, როგორც კი აცივდა შემოგვისახლდა კატების ოთახში 😃 ვეღარ “ვაგდებდით” იქიდან. ჭკვიანი, დაიზღვია თავი, აბა ქუჩაში ხომ ვერ გადარჩებოდა ამ დაავადებით (( ახლა შანსი აქვს, თქვენი იმედით 🙏🏻🙏🏻🙏🏻
გთხოვთ წამლისა და ანალიზებისთვის ჩარიცხულ თანხას მიუთითოთ დანიშნულება
✅ ბისკვიტა !
ჩვენი მიზანია ფისოს დავუბრუნით დაკარგული ბისკვიტობა ‼️
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
#GE60BG0000000786573700