EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2023

აუცილებლად წაიკითხეთ რომ დავიცვათ გასტერილებული ფისოები ხელახლა გაჭრისგან !

‼️ აუცილებლად წაიკითხეთ რომ დავიცვათ გასტერილებული ფისოები ხელახლა გაჭრისგან !
ყურის კუპირება ანუ ear tipping არის მსოფლიოში გავრცელებული,უსაფრთხო მეთოდი გასტერილებული/კასტრირებული/ვაქცინირებული კატების დასანიშნად .

ის კეთდება ოპერაციის შემდეგ, ანესთეზიის ქვეშ. იჭრება ცალი ყურის წვეტი. არ არის მტკივნეული შემდგომ პერიოდში.

ეს მეთოდი არის მსოფლიოში გავრცელებული, აღიარებული და განუყოფელი ნაწილი პროგრამისა trap-neuter-vaccinate-return (TNVR)

სამწუხაროდ არაერთხელ მოხდა უკვე გასტერილებული და დაუნიშნავი კატის გაჭრა ხელმეორედ 😔
გთხოვთ, სადაც არ უნდა უკეთებდეთ ოპერაციას, მოითხოვეთ ფისოს ყურის კუპირება 🙏🏻🙏🏻🙏🏻
მუნიციპალური თავშესაფარი და მხოლოდ 2-3 ვეტერინარული კლინიკა ვიცით ვინც ასრულებს ამას როგორც წესს .

ეს ასევე ეხებათ კატებს რომლებიც გადიან გარეთ !
დაიცავით თქვენი მიკდელებულები და შეფარებულები ზედმეტი სტრესისგან. ოპერაციის დროს დაანიშნინეთ გასტერილებულ/კასტრირებული ფისოები ✅

59 რეაქცია25 კომენტარი10 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →