EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2023

კარგი კი არა სასწაული ამბებიც ხომ უნდა გაგიზიაროთ ‼️კვირა დღის ტრადიციის აღდგენას ვეცდებით 💛💚💜

გადარჩენამკურნალობა

კარგი კი არა სასწაული ამბებიც ხომ უნდა გაგიზიაროთ ‼️კვირა დღის ტრადიციის აღდგენას ვეცდებით 💛💚💜
ჭირ გადატანილი და ტრავმირებულიკნუტის შეფარებაზე რომ ვითხოვდით დახმარებას, ისეთი უიმედო მდგომარეობა ჩანდა, ვინ გამოჩნდება ვინც გადაარჩენს ამ ნატანჯ კატას ქუჩისგან ..

და მაინც, საოცრების კანონზომიერებით დაგვიკავშირდა სუპერ ადამიანი, ვისაც ასევე ორი ჭირ გადატანილი ფისო ყავდა სახლში 🥹
სიხარულისგან ეხლაც გვეტირება.
ფისო მივუყვანეთ ჩვენ გადამრჩენელს Tako Kakhiani და ერთ კვირიანი იზოლირების შემდეგ, ჩვენი ბიჭი შეუერთდა თავის ახალ ორ მეგობარს 💛💛💛
ეს უთბილესი არსება ხომ გვერდიდან არ შორდება თაკოს და თან ორ მეგობარ ფისოსთან ერთად ცელქობს უკვე 🙏🏻

არადა სულ რაღაც ერთი თვის წინ მომაკვდავი იპოვეს ეზოში, ზომები რომ არ მიგვეღო, 1-2 დღეში დაიღუპებოდა. ფისოს ქონდა ყბის ტრავმა, რის გამოც ვერ ჭამდა, ასევე დაუდგინდა ჭირი (პანლეიკოპენია)
დასუსტებული, გაუწყლოებული, ფეხზე ვეღარ იდგა …
დიდი მადლობა ყველას ვინც მიიღო მონაწილეობა ამ ფისოს გადარჩენაში, დიდი მადლობა LuckyPaw ვეტერინარული კლინიკა ნდობისთვის, ზრუნვისთვის და ბრძოლისთვის ⭐️
ეს არის კიდევ ერთი საზეპირო, მაგალითი თუ რისი დატრიალება შეუძლია ჩვენი პასუხისმგებლობების გააზრებას - თითო ადამიანის ჩართულობას 🤝💪🏻 ♥️🐾

123 რეაქცია16 კომენტარი8 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →