EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2023

სიახლეები სიომა და კოქსიზე 🙌🏻

მკურნალობა

✅სიახლეები სიომა და კოქსიზე 🙌🏻
ფისოებს დაუდგინდათ კორონა ვირუსი, ჰერპეს ვირუსი და პრობლემა თირკმელებზე. იმედია ფიპს გადავრჩით საბოლოოდ. 3 ნოემბერა დაეწყოთ მკურნალობა, შევიძინეთ წამლები, (ჩეკებს და ფოტოებს ნახავთ კომენტარებში)
ასევე კლინიკაში გაუკეთდათ ტესტები, სისხლის ბიოქიმია, რასაც ასევე გადავრიცხავთ დღეს.
კურსის ჩამთავრების შემდეგ გადასამოწმებელი იქნება ანალიზები..
ფისოები თავს უკეთ გრძნობენ, ერთერთს სუნთქვის პრობლემა დარჩა ცოტა და ესეც მისახედი იქნება. მოკლედ წინ კიდევ გზაა ბოლომდე გამისაჯანმრთრლებლად და ამას ნამდვილად ვერ შეძლებდნენ თქვენი დახმარების გარეშე !!! 🙏🏻🙏🏻🙏🏻

სიომა და კოქსი. Cornish Rex ჯიშის ფისოები, რომლებზეც 4ჯერ თქვეს უარი პატრონებმა, ახლა ჩვენი დახმარების მოლოდინში არიან..

ორივე უმძიმესადაა ჯანმრთელობის მხრივ და ჭირდებათ დამატებითი კვლევა. ფიპზე დადებითი პასუხი აქვთ, თუმცა ექოზე არ ჩანს დამახასიათებელი ცვლილებები,ამიტომ გადაწყვეტით ვერ ვიტყვით რომ ფიპზე უნდა დაიწყონ მკურნალობა.
ფისოებს უჭირთ სუნთქვა, აქვთ გამონადენი ცხვირიდან და თვალიდან, რაც ვირუსულ ინფექციაზე მიანიშნებს.
ამ დროს კიდევ ტესტები და ბიოქიმიური ანალიზია საჭირო, ერთ დღესაც კი შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდეს 😔

გოგონას, რომელმაც იშვილა ისინი საბოლოოდ და გადაარჩინა გულგრილი ადამიანებისგან გაწირვას, კიდევ 8 მეტისი ყავს სახლში.

სიომა და კოქსი 5 წლისები არიან. იმედია ეს არ იქნება მათი სიცოცხლის ბოლო დღეები და გაერთიანებული ძალებით შევძლებთ მიზეზების დადგენას და მკურნალობას 🙏🏻🙏🏻🙏🏻
ამ დროს თითო ლარი აკეთებს საქმეს 💚
ძალიან გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ
✅სიომას და კოქსის

მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი

#GE60BG0000000786573700

56 რეაქცია34 კომენტარი11 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →