მეგობრებო, მახინჯაურის ფისოებზე რომ გავრცელდა გულის მომკვლელი ვიდეო სადაც 80 გაუბედურებული ფისო ჩაკეტილია…
მეგობრებო, მახინჯაურის ფისოებზე რომ გავრცელდა გულის მომკვლელი ვიდეო სადაც 80 გაუბედურებული ფისო ჩაკეტილია ერთ ოთახში, მაშინ დიდი ვნებათაღელვა იყო და გამოხმაურება. ყველა მათ შველას ითხოვდა. სამმა ორგანიზაციამ ეს მოვახერხეთ და 75 ფისო თბილისში ჩამოვიყვანეთ,რასაც წინ უძღოდა ურთულესი სამუშაოები და მას მერე კიდევ უფრო დატვირთული პერიოდი ამ ფისოების “მოსაფერიანებლად” გადატანითი თუ პირდაპირი მნიშვნელობით..
დროებით თავშესაფარში განთავსებული ფისოების მოვლაში ჩაერთვნენ მოხალისეები, დაიწყო მათი მკურნალობა, დამუშავება, გასუფთავება,სტერილიზაცია/კასტრაციის კასკადი. სამწუხაროდ რთული აღმოჩნდა მეტი შემფარებლის მოძიება პროცესში, ამიტომ ფისოების მოვლა პატრონობა სრულად დააწვა სფკ და @Animal Project-ის ადამიანურ რესურსს, მათ ჯანმრთელობაზე კი ზრუნავდა ვეტერინარი Mariam Chkhikvishvili და კლინიკა ვეტექსი. მადლობა ყველა ადამიანს ვინც ჩაერთო ამ რთულ და მნიშვნელოვან საქმეში 🙏🏻 ამ ეტაპზე ფისოების ნახევარი გაჩუქებულია, ნახევარი რაოდენობა კი ისევ ელის მზრუნველ ოჯახებს 💚 ძალიან მნიშვნელოვანია დროულად მათი დაბინავება. ამ ფისოებმა ჯოჯოხეთი გამოიარეს და ეს პროექტი ზოგადად იმსახურებს ბედნიერ დასასრულს 💟 მოკლედ ჩამოვწერ იმ სასიცოცხოდ მნიშვნელოვან ხარჯებს რაც ახლა დასაფარი გვაქვს მეგობრებო ❗️
1. საკვები 2. ქვიშა 3.ელექტროენერგიის გადასახადი. 4. ფართის ქირა 5. ჰიგიენური საშუალებები. 6. ტრანსპორტირების და სხვა ყოველდღიური ხარჯი.
ეს საქმე წამოვიწყეთ ათასობით ადამიანის თხოვნით გამოგვეხსნა კატები ტყვეობიდან და იმედია შუა გზაში არ გავიჭედებით უსახსრობის გამო..
ყოველი ლარი მნიშვნელოვანია, გაავრცელეთ ინფო და დაგვიჭირეთ მხარი და თათი 💜🐾
✅
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
დანიშნულება: მახინჯაურელი კატებისთვის