სიძულვილის ენის საპირისპიროდ, გააზიარეთ მიუსაფარ ცუგოებთან და ფისოებთან ჩვენი თანაცხოვრების ნათელი მომენტები 💛
სიძულვილის ენის საპირისპიროდ, გააზიარეთ მიუსაფარ ცუგოებთან და ფისოებთან ჩვენი თანაცხოვრების ნათელი მომენტები 💛
გადასასვლელებზე, მწვანე შუქის მომლოდინე ცუგა ალბათ ბევრს შეგხვედრიათ. მხოლოდ ზებრაზე მოსიარულეც. 💖
ქუჩის კომფორტა ფისოებზე რას იტყოდით ? აქაც რომ იწყობენ სიმყუდროვეს 💓
ხოდა ვისწავლოთ რაღაცეები და დავიცვათ ისინი, რომლებიც ჩვენ ენაზე ვერ ლაპარაკობენ უბრალოდ.
კანონ-პროექტ “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ” დაკავშირებით აზვირთებული ინფოების კასკადში, არ უნდა გამოგვრჩეს ყველაზე მთავარი -
მინიმუმ ორი ათეული წელი იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ მიუსაფარი ცხოველები ხელის მოსმით “გაქრნენ”.
ჩვენი გაფუჭებული, ჩვენივე უნდა გავაკეთოთ, და 21ე საუკუნეში ეს უნდა მოხდეს მხოლოდ ცივილიზირებული და ჰუმანური გზებით:
1.კანონის თანახმად გაწერილი სავალდებულო, მასობრივი სტერილიზაცია/კასტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით !
2. გამრავლების გაკონტროლება და მინიმუმზე დაყვანა.
3. ჯარიმების გამკაცრება + აქტიური მუშაობა ცნობიერების ამაღლებაზე მოვლა-პატრონობის წესების და კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტების შესახებ .
დატოვეთ კომენტარებში ქუჩის ცუგა-ფისოების მხარდამჭერი ფოტოები თუ ვიდეოები, გააზიარეთ და ვეცადოთ გადავფაროთ ხელოვნურად შექმნილი ნეგატივი მათ გარშემო 💛🐾