დღეს არის უსახლკარო ცხოველთა საერთაშორისო დღე 💚🐾 ამიტომ მოვინახულეთ 60 ფისო რომლებიც ახლა მზრუნველობაში…
დღეს არის უსახლკარო ცხოველთა საერთაშორისო დღე 💚🐾 ამიტომ მოვინახულეთ 60 ფისო რომლებიც ახლა მზრუნველობაში ცხოვრობენ და სამოცდაათივე ქუჩის ბინადარი იყო.. ყველას თავისი ისტორია აქვს, ყველა გადარჩენილია სიკვდილს, რამდენიმეს გარეგნულადაც ამჩნევია იარებად წარსულის ტკივილები. არის ძალიან სევდიანი, პატრონებისგან მიტოვებული ფისოების ისტორიებიც.. რასაც შევძლებ დავურთავ ფოტოებს. აქ არის ჩვენი 5 ბენეფიციარიც, ფისოები რომლებსაც თავიდან მიეცათ სიცოცხლის შანსი თქვენი შემოწირულობებით და მხარდაჭერით 🙏🏻
ამ 60 ფისოს და მათ ისტორიებს აერთიანებს ერთი საოცარი ქალბატონი, რომელსაც უკვე წლებია თავი აქვს გადადებული მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის. ქალბატონი მანანას მთავარი საზრუნავია ფისოების კარგად ყოფნა, საკვების და საჭირო მედიკამენტების ხელმოსაწვდომობა. ამ მიზნით ხდება ფასიანი შეფარებაც, თუმცა ეს როგორც საქმე არასტაბილურია და დახმარების გარეშე 60 ფისოს გამოკვება დღეს უკვე ფანტასტიკის სფეროა.. ყველა მოზრდილი ფისო არის სტერილურ კასტრირებული, არ მრავლდებიან.
სამი სამფეხა, ორი ბრმა, უყურო, ცალთვალა, სხვადასხვა სირთულის და უპრობლემო, გასაჩუქებელად მზა ფისოები ელიან ჩვენ თანადგომას 🙏🏻 რაც მეტი ჩავერთვებით, მით უფრო გავუადვილებთ რთულ და შრომატევად საქმეს ადამიანებს, რომლებიც ძლიან ბევრ რამეს იკლებენ მიუსაფრების გადასარჩენად.
გთხოვთ მივუთითოთ დანიშნულებაში> 60 ფისოს დასახმარებლად
✅60 ფისო
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
ს/კ: 400150322
საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი -BAGAGE22
ანგარიშსწორების ანგარიში: #GE60BG0000000786573700