EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2022

კვირა დღეს გვინდა კარგი და ჩვენთვის ზესასიხარულო ამბები გაგიზიაროთ ♥️💜

კვირა დღეს გვინდა კარგი და ჩვენთვის ზესასიხარულო ამბები გაგიზიაროთ ♥️💜
ეს ბრმა კნუტი ნოემბერში შემოვიდა სფკ თავშესაფარში, სულ 2 თვის იყო და უკვე დაბრმავებული თვალის ინფექციისგან... თავშესაფარში ჩაუტარდა ხანგრძლივი მკურნალობა, შემდეგ ოპერაცია. დავარქვით ჯონი,შეუერთდა ჩვენ ფისოებს )) უთბილესი, უსაყვარლესი კნუტი 💛 ასე ცხოვრობდა 5 თვე, როცა მოულოდნელად ინბოქსში მოგვწერეს ბრმა ფისოს ჩუქებაზე, და აი რამდენიმე დღის წინ მოაკითხეს მომავალმა პატრონებმა, სუპერ წყვილმა ! რათქმაუნდა ყველა ფისო გაიცნეს და გულში ჩაუვარდათ მაგრამ ჯონის უკვე თვლიდნენ თავის ოჯახის წევრად, სასიამოვნო საუბრის შემდეგ აღმოჩნდა რომ დარიას ლატვიაში ქონდა თავშესაფარში მუშაობის გამოცდილება და კარგად იცნობდა ამ სფეროს და პრობლემებს. ასევე მოგვიყვა მათი 11 წლის დიაბეტიანი და სხვა პრობლემებიანი ფისოს შესახებ, რომელიც დაეღუპათ ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად. ჯონი ისეთი ბიჭია ნამდვილად მოუშუშებს დანაკარგის ჭრილობებს თავისი უპირობო სითბოთი. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ასეთ ბედს ვუსურვებთ ყველა მიუსაფარ ცხოველს 🙏🏻
თავშესაფარიც ამისთვის არსებობს, რომ აქ ოჯახები იპოვონ ნატანჯმა და გადარჩენილმა მიუსაფრებმა, და არა პირიქით ოჯახებიდან ჩაგვაბარონ საკუთარი კატები.
Thank you @Darja

285 რეაქცია22 კომენტარი5 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →