კვირა დღე და კარგი ამბები 💚
კვირა დღე და კარგი ამბები 💚
გუშინდელი დედა კნუტი მუხიანიდან თავს მშვიდად და კარგად გრძნობს ასევე უმაგრეს ადამიანთა Lasha Antidzeსთან ! ფისო დროებით შეფარებულია და კნუტები როგორც კი დამოუკიდებლად ჭამას დაიწყებენ, უნდა დაგვეხმაროთ გაჩუქებაში 🙏🏻 ასევე დავგეგმავთ ფისოს სტერილიზაციას.
ისტორია კი ასეთია. გუშინ საღამოს ქალბატონმა ნანამ ეზოში იპოვა გაფანტული ახალშობილი კნუტები, დედა არსად ჩანდა. აიყვანა კნუტები და მოათავსა ნაჭრებში, მერე დედა კატაც გამოჩნდა, დასტრესილი, დაბნეული, მიუწვა კნუტებს და დადგა მათი დაბინავების საკითხი. ეზოში ნანას გარდა არავის აინტერესებდა ფისოების ბედი, ღია ცის ქვეშ რჩებიდნენ უსუსურად, დროებით მანქანაში მოათავსა. დღეს დილით კი ლაშასთან გადაიყვანეს სახლში 💜მადლობა ყველა ადამიანს ვინც ჩაერთო ამ პროცესში, უამრავი გაზიარება ქონდა გუშინდელ პოსტს, ბევრი ადამიანიც შევაწუხეთ, მაგრამ ყველაფერი დამთავრდა იდეალურად 👌🏻
ასეთი ამბები გვაჩვენებს თუ რამხელა ძალა აქვს თითო ადამიანის კეთილ ნებას და აქტიურობას !