EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2022

ტობი,სიდინჯის და სიყვარულის განსახიერებაა. სტატუსი - სფკ თავშესაფრის ბენეფიციარი, დროებითი ბინადარი.

ტობი,სიდინჯის და სიყვარულის განსახიერებაა. სტატუსი - სფკ თავშესაფრის ბენეფიციარი, დროებითი ბინადარი.
სიკვდილს გამოვგლიჯეთ ხელიდან, დიდი დრო და შრომა დაჭირდა რომ ფისო გამხდარიყო ისეთი, როგორსაც ფოტოზე ხედავთ ახლა. ზუსტად ამიტომ ტობიკომ იცის მზრუნველობის ფასი და ზუსტად ამიტომ არ გვინდა რომ ისევ ქუჩაში მოუწიოს დაბრუნება... რატომ დაბრუნება ? იმიტომ რომ სფკ თავშესაფარში დაგროვდა რაოდენობა გადარჩენილი ფისოებისა, რომელსაც ვეღარ გაწვდება ვერც ჩვენი ადამიანური და ვერც ფინანსური რესურსი.
თავშესაფარი მუშაობს ასე : შემოვიდა ფისო, გაიარა მკურნალობა/რეაბილიტაცია, გასტერილდა, გაჩუქდა ან დაბრუნდა ქუჩაში... ქუჩა კი საქართველოში არის უკანონობის, გულგრილობის, დაავადებების და სხვა საფრთხეების გარემო, ის გარემო რის შედეგადაც ჩვენთან ხვდებიან მიუსაფრები..
რა გავაკეთოთ ? ანდა როდემდე გავივსოთ ?
მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ თავშესაფრიდან გაჩუქებული ერთი ფისო ნიშნავს კიდევ ერთი და მეტი მიუსაფრის გადარჩენას ! ჩვენ იმედს ვიტოვებთ, იმედს ვიტოვებთ, რომ არ მოგვიწევს ტობის გარეთ დაბრუნება, სასწაულები ხომ ხდება 🙏🏻🌟🌟🌟

ამავე დროს არ დაგვავიწყდეს 🔊ათეულობით ტობისავით გადასარჩენი მიუსაფარი ელის თავის რიგს თავშესაფარში მოსახვედრად ... ესაა ჩვენი ყოველდღიური დილემა. ესაა ჩვენი ტკივილი.
გთხოვთ მაქსიმალურად დაგვეხმაროთ ამ პრობლემების მოგვარებაში, იმისთვის რომ შევძლოთ არსებობის გაგრძელება, იმისთვის რომ ფუნქცია არ დავკარგოთ და კიდევ მეტმა ფისომ იპოვოს შვება და მომავალი ოჯახი სფკ თავშესაფარში 🙏🏻
‼️ ჩუქდება ტობი, დიდთავა და დიდგულა მამრი ♥️ კასტრირებულია. თვალის იარა კიდევ უფრო მეტ მომნუსხველობას და საიდუმლოებას ძენს ამ სუპერ ბიჭს 🌟

მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით 579 559 244
574 510 404

74 რეაქცია11 კომენტარი17 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →