EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2024

აფრიკელ ფისოს გუშინ ღამესვე გაუკეთდა ოპერაცია, ნაწლავის რეზექცია არ მოხდა რაც კარგია . ნარკოზიდან რთულად…

განახლება :
აფრიკელ ფისოს გუშინ ღამესვე გაუკეთდა ოპერაცია, ნაწლავის რეზექცია არ მოხდა რაც კარგია . ნარკოზიდან რთულად გამოვიდა. უჭირს ტემპერატურის შენარჩუნება, თუმცა ყველაფერი უკეთდება რაც საჭიროა ფასიან შემფარებელთან.
ამ ეტაპზე კლინიკის ხარჯი არის ჯამში 420 ლარი, რაც უდიდესი შეღავათია მიუსაფარ ფისოზე . დიდი მადლობა LuckyPaw ვეტერინარული კლინიკა რომ ღამის საათებში მიიღეს და ბოლომდე უზრუნველყვეს საჭირო ვეტერინარული დახმარებით 🙏🏻

ამ ეტაპზე ფისასოს ორგანიზმმა უნდა იყოჩაღოს, რომ ბოლომდე გამოჯანმრთელდეს და დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას 💓

მეგობრებო თანხის შეგროვებას ვაგრძელებთ, გთხოვთ არ დავივიწყოთ დანიშნულების ჩაწერა ✅ აფრიკელი ფისო

‼️‼️ ერთი დღე არ გადის გადაუდებელი შემთხვევის გარეშე მეგობრებო ..
მუნიციპალურიდან გამოიყვანეს დღეს ეს საცოდავი ფისო, რომელიც აფრიკის დასახლებაში იპოვეს..
სწორი ნაწლავი აქვს გამოვარდნილი და დანეკროზებული, ჭირდება გადაუდებელი ქირურგია 😞

რა ვქნათ ?
ჩვენ დამოკიდებულები ვართ თქვენ თანადგომაზე და რეაგირებაზე.
ფისოს ჭირდება ანალიზი, ოპერაცია და პოსტ ოპერაციული რამდენიმე დღე შემფარებელთან. შემდეგ წამოვიყვანთ სფკში.

ვართ მზად კიდევ ერთი ფისოს სირთულის დასაძლევად ? ვინ იცის რამდენი ხანია ასე იტანჯება 😞😞😞 დიდი იმედი გვაქვს რომ გადაიტანს ნარკოზსაც და კარგად ჩაივლის ყველაფერი 🙏🏻
გთხივთ დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითოთ
✅ აფრიკელი ფისო

მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი

#GE60BG0000000786573700

40 რეაქცია23 კომენტარი7 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →