EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2025

სფკ თავშესაფარს ყოფნა-არყოფნის პერიოდი დაუდგა ..

‼️სფკ თავშესაფარს ყოფნა-არყოფნის პერიოდი დაუდგა ..
ყველა “სიკეთესთან” ერთად ფართს გავცლევინებენ.. ტერიტორია გაიყიდა და გადასვლის ვადა იწურება.
გადარჩენილი და ნალოლიავები ფისოები გარეთ ვერ გადარჩებიან 😞

თქვენი ყოველი გაზიარება და გაკითხვა ახლა უმნიშვნელოვანესია ფისოების და თავშესაფრის მომავლისთვის 🙏🏻

📣სასწრაფოდ ვეძებთ ახალ ფართს:

1. თბილისის ცენტრი ან ცენტრალურ უბნებთან ახლოს (ვეტ კლინიკების და უმანქანობის გამო სხვაგვარად გაგვიჭირდება ძალიან)

2. იზოლირებული ფართი 50 კვ. მეტრიდან. ჩვენი მუშაობის სისტემის მიხედვით საჭიროა 2-3 ოთახი, რომ შევძლოთ ფუნქციონირების გაგრძელება, რაც გულისხმობს ფისოების იზოლირებას ერთმანეთისგან. ასევე პატარა ეზოც, თუმცა ამ ეტაპზე ეზოს გარეშე ვარიანტსაც განვიხილავთ.

3. რათქმაუნდა არ გვაქვს პრეტენზია ახალ რემონტზე, ავეჯზე, რაც უფრო დაცლილი იქნება, მით უკეთესი. მთავარია ელემენტარული საცხოვრებელი პირობები იყოს, დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ.

4. რა თანხის გადახდის უნარიანებიც ვართ, მერყეობს 1000 ლარის ფარგლებში.

ადამიანების ჩართულობის გარეშე ახლა, უბრალოდ გაუბედურდებიან ჩვენი/თქვენი ერთად გადარჩენილი, ნაფოფინები ფისოები 😞

ყველაფერს 2-3 ადამიანი ვერ მოვერევით.. გაძლიერება და სტიმული გვჭირდება 🙏🏻

გთხოვთ ნებისმიერი შემოთავაზების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით

593330988

593410411

🟣 გულშემატკივრების თხოვნით ვამატებ ჩვე მუდმივ ანგარიშებს, თავშესაფრის ფინანსური მხარდაჭერისთვის 🙏🏻 დანიშნულება ↙️
✅სფკ თავშესაფარი

მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი

#GE60BG0000000786573700

192 რეაქცია61 კომენტარი451 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →