EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2025

მუხიანელი ფისო გადადის შემფარებელთან, დანიშნული აქვს კურსი მოსაძლიერებლად და ინფექციასთან გასამკლავებლად (…

მკურნალობა

განახლება 👇🏻

მუხიანელი ფისო გადადის შემფარებელთან, დანიშნული აქვს კურსი მოსაძლიერებლად და ინფექციასთან გასამკლავებლად ( კილონახევარზე ოდნავ მეტია წონაში ზრდასრული ფისო..)
პარალელურად პირის ღრუს და ჭრილობის დამუშავება/მკურნალობა.

იმედია კარგად წავა ყველაფერი 🙏🏻🙏🏻🙏🏻
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ❤️‍🔥
თქვენი გულისხმიერებით საქმეც კეთდება და ძალაც გვემატება 🙏🏻

📣📣 გუშინ დააგდეს მუხიანის ზოომაღაზიასთან ეს ფისო… კათეტერით და გაუბედურებული 😞
რამხელა უნამუსობა და უპასუხისმგებლობაა !!!

ფისოს სასწრაფოდ ჭირდება ვიზიტი ვეტკლინიკაში და კვლევა :
სამმაგი ტესტი
სისხლის ანალიზები
ექოსკოპია
ისედაც ცუდ მდგომარეობაშია და რომ არ დამძიმდეს, უნდა ვიმოქმედოთ 📣

გთხოვთ თანადგომას, რადგან მიატოვეს და ახლა თითოეულ ჩვენთაგანზე გადმოვიდა პასუხიმსგებლობა ..

გთხოვთ ასევე გაავრცელოთ, იქნებ გაირკვეს რომელ კლინიკაში დაყავდათ, არაფერი ვიცით ფისოზე ..

აუცილებლად მიუთითეთ დანიშნულებაში
✅ მუხიანელი ფისო

მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი

#GE60BG0000000786573700

185 რეაქცია56 კომენტარი68 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →