EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2025

მეგობრებო, ახალციხელი ბაგირას სიახლეებით მოვედით.

⬇️განახლება

მეგობრებო, ახალციხელი ბაგირას სიახლეებით მოვედით.
ფისოს პირველი დღეები ძლიერი სისხლდენა ქონდა საშარდე გზებში, ვერც იცლებოდა და ამიტომ მოუწია კათეტერიზაცია.

სისხლიან ფოტოებს არ დავდებთ ახლა აქ,თუმცა საკმაოდ რთული პროცესი იყო.
ფისო აგრძელებს ყოფნას ფასიან შემფარებელთან, სანამ სრულად არ მოუგვარდება ეს პრობლემა.

მის ბალანსზე ახლა მინუსებშია თანხა.
ფისოს ფეხზე დადგომაა რიგში , ამ კუთხითაც ჭირდება ვეტერინარული დახმარება. უსახსროდ დარჩენილები ვერაფერს შევძლებთ… სანამ ჩამოვიყვანდით დიდი გამოხმაურება იყო, ახლა აქაა ფისო, მონიტორინგის ქვეშ, ნუ მიგვატოვებთ 🙏🏻

გთხოვთ თანადგომას 📣📣📣📣📣📣📣📣

‼️ამ ფისოზე მოგვწერეს ახალციხიდან. დაგლეჯილია და არ იციან რა დაზიანებები აქვს… გარშემო არსადაა არც რენტგენი, არც ექოსკოპია. ყველა ვარიანტში თბილისშია ჩამოსაყვანი კვლევაზე და შემდგომ პროცედურებზე.
მოუწევს ფასიანი შემფარებელიც (თუ მოხალისე არ გამოჩნდა)

თქვენი მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს დავგეგმავთ .. ვერ დადის, შარდში სისხლია. თუ დაგვიდგებით მხარში, ავიღებთ პასუხისმგებლობას და დავაორგანიზებთ ყველაფერს 🙏🏻
ასევე გთხოვთ გავრცელებას, იქნებ პატრონიანია ფისო 📣 შავი მამრი.
მანამდე კი დრო არ უნდა დაიკარგოს …

დანიშნულება აუცილებელია
✅ ახალციხელი ბაგირა

მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი

#GE60BG0000000786573700

490 რეაქცია66 კომენტარი124 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →