EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2025

ასეთი სევდიანი ამბავია კიდევ ერთ მიტოვებულ ფისოზე 😞

‼️ ასეთი სევდიანი ამბავია კიდევ ერთ მიტოვებულ ფისოზე 😞

“გამარჯობა ეს რეგია. რეგი აივნიდან გადმოვარდა და ამის შედეგად უკანა კიდურების დისფუნქია აქვს . არსებული ინფორმაციით, საქართველოში მცხოვრები უცხო მოქალაქეების მიერ არის მიტოვებული. ის ცხოვრობდა სრულ ანტისანიტარიაში , და საშარდე სისტემის ინფექციების გამო, საჭიროებს დღეში ორჯერ საშარდე ბუშტზე მანიპულაციებს რათა მოხდეს მისი დაცლა. შევეცადეთ დავხმარებოდით , გვყავდა ვეტერინართან და ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები, დაენიშნა მკურნალობა . მიუხედავად ამისა , აქვს სისხლდენა და ამ ეტაპზე ესაჭიროებს მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას.
ჩვენ შევეცადეთ დავხმარებოდით მაგრამ საჭიროა მეტი ფინანსები : ამ ეტაპზე საჭიროა რომ შეგროვდეს 1022 ლარი ( უფრო მეტიც, თუ დასჭირდა ქირურგიული ჩარევა) შევეცდებით ვიპოვოთ მისთვის მზრუნველი ოჯახი , მაგრამ აუცილებელია ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება. გთხოვთ გააზიაროთ პოსტი.”

ულამაზესი რეგდოლი ფასიან შემფარებელთანა ახლა, მაგრამ როდემდე იქნება ასე ?
ნეტავ გამოჩნდება ვინც აღარ უღალატებს და გადააგდებს ?
ამ კეთილ ადამიანს,წერილის ავტორს რომ არ წამოეყვანა,საკუჭნაოში, ანტისანიტარიაში დაიღუპებოდა 😞 “პატრონები” წავიდნენ ქვეყნიდან.

ახლა მისი ბედი ჩვენი, ყველას ხელშია 📣
ვისაც შეუძლია დისტანციურად, ფინანსურად დაუჭიროს მხარი (ხარჯები დიდია)
ხოლო თუ გამოჩნდება ადამიანი ვინც აიყვანს, აუცილებლად დავეხმარებით საჭიროებების მიხედვით 🙏🏻

გთხოვთ მაქსიმალურ გავრცელებას და აქტიურობას 🙏🏻🙏🏻🙏🏻
დანიშნულება
✅ რეგი

BOG
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი

#GE60BG0000000786573700

300 რეაქცია82 კომენტარი85 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →