EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2025

ჩვენი სევდიანი შინშილა

მკურნალობა

ჩვენი სევდიანი შინშილა
(ფისოს სახელი არ ვიცით რადგან არც დაჩიპულია და ერთი სულიერიც არ გამოჩნდა, ვინც რამე ინფორმაციას მოგვაწვდიდა მასზე)

შეფარებულია გამოცდილ შემფარებელთან. დარტყმისგან ჰემატომების გამო ქონდა ძლიერი სისხლდენა შარდში, ვერ გრძნობს უკანა კიდურებს, აქვს ხერხემლის ორი მალის კომპრესია.
ჭირდება MRI რაც მოგვცემს მეტ ინფორმაციას მის მდგომარეობაზე და პესპექტივაზე. მრტ ჯდება 800 ლარი (ძალიან გვიჭირს ამ ციფრების წერაც კი)

აქამდე თქვენი მხარდაჭერით გაუკეთდა ყველაფერი : პირველადი ანალიზები, ექოსკოპია და რენტგენი.
ხვალ უწევს სისხლის ანალიზების გამეორება (წინაში არეული ქონდა მაჩვენებლები)

დიდი იმედი გვაქვს რომ განწირული არაა და ახალ ცხოვრებას დაიწყებს 🙏🏻
ერთხელ უკვე მოიშორეს თავიდან …

შემოწირულობისას დანიშნულება იგივეა
✅ შინშილა

BOG
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი

#GE60BG0000000786573700

533 რეაქცია145 კომენტარი107 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →