დავეხმაროთ კნუტსაც და ამ კეთილშობილ ადამიანსაც 🙏🏻🙏🏻🙏🏻🙏🏻 გთხოვთ წაიკითხეთ და გაავრცელეთ 📣📣
📣📣დავეხმაროთ კნუტსაც და ამ კეთილშობილ ადამიანსაც 🙏🏻🙏🏻🙏🏻🙏🏻 გთხოვთ წაიკითხეთ და გაავრცელეთ 📣📣
“ძალიან სასწრაფოდ ვეძებ მზრუნველ ადამიანს, ვინც მიიღებს პატარა კნუტს — გოგოა.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამას იძულებით ვაკეთებ — ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო. დამიდასტურდა ავთვისებიანი სიმსივნე და უახლოეს მომავალში მიწევს საზღვარგარეთ გამგზავრება მკურნალობისთვის. დრო ცოტაა და არ მინდა ქუჩაში გაშვება მომიწიოს 😞
🐈⬛კნუტის ისტორია:
მაისის ბოლოს ქუჩაში შევხვდი დედას და ორ კნუტს.
ერთი კარგად იყო ჯანმრთელად და მარტივად გაჩუქდა იმ დღესვე , მეორე კნუტი ავად იყო, ვერ დადიოდა, ვერ ჭამდა. საერთოდ არც მოძრაობსდა. წამოვიყვანე ორივე(დედა-შვილი) , რადგან კნუტს სჭირდებოდა დედაც და მკურნალობაც.
დღეს უკვე გაიზარდა, გადარჩა, ჯანმრთელია, ჭამს, თამაშობს და ტუალეტს მიჩვეულია.
დაბადებიდან ერთი პატარა ნიშანი დარჩა — როცა დარბის ან ხტუნავს, ხანდახან წონასწორობას ვერ ინარჩუნებს და შეიძლება წაიქცეს. თუმცა სხვა მხრივ ჯანმრთელია და სავსე სიცოცხლით. ფოტოებთან ერთად ვიდეოც დავდე რომ
ნახოთ როგორ დადის.
ერთადერთია — ქუჩაში ვერ გადარჩება, რადგან თავის დაცვა გაუჭირდება, შეიძლება რამეზე აძრომისას ჩამოვარდეს ან წაიქცეს და ვერ გაექცეს ძაღლებს.
ძალიან გამეხარდება თუ ვინმე დედასთან ერთად შეიფარებთ… თუმცა თუ ასე არ მოხდა იქნებ მხოლოდ კნუტი მაინც გაჩუქდეს.
დედა უკვე გასტერილებულია და სავარაუდოდ უკან დავაბრუნებ, სადაც იყო —თავს გაიტანს..
კნუტს კი ჭირდება სახლი, სადაც შეიყვარებენ და იზრუნებენ მასზე.
მანამდე როცა პოსტი დავდე, ზოგმა უგულო მეძახა როგორ იმეტებო გასაჩუქებლად— იმიტომ რომ მიზეზი არ მქონდა მითითებული.
ახლა კი მიზეზიც ვთქვი — რადგან გულწრფელად მინდა, რომ მისთვის მშვიდი და თბილი სახლი ვიპოვო.
დრო ცოტაა.
გმადლობთ ვინც წაიკითხეთ 🩷
597-511-077
თბილისი”
