EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2025

სფკ თავშესაფარი დაიტბორა და მოგვიწია წყლის სრულად გადაკეტვა 😩

📣📣სფკ თავშესაფარი დაიტბორა და მოგვიწია წყლის სრულად გადაკეტვა 😩
ბოლო პერიოდში ცუდად გადიოდა წყალი, ვცადეთ მრავალნაირი ქიმიური საშუალება, მაგრამ დილით დატბორილი დაგვხვდა და რაც მოვასწარით გადავიღეთ ფოტოები (სრულად არ ჩანს იქ) რომ არ გადაგვეკეტა დროულად, უფრო ძლიერი იქნებოდა ნიაღვარი.
ფისოები ისეთი დაბნეულები დაგვხვდნენ, ზემოთ შემხტრები (((

გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო ასეა ხოლმე ჩვენი ამბავი ..
საკვების თანხაზე დაწერას ვაპირებდით და ახლა ეს გაუთვალისწინებელი ხარჯი გამოჩნდა.
სადაც არ დავრეკეთ, ყველგან 300 ლარს გვეუბნებიან, რადგან შესაძლოა საკანალიზაციო ჭამდე მივიდესო საქმე.

40 კატიანი თავშესაფრისთვის წყალი არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰიგიენურ-სანიტარული თვალსაზრისით.

გთხოვთ არ მიგვატოვოთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

ხვალ აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა 🙏🏻📣📣📣 არ მიგვატოვოთ 🐾

დანიშნულება აუცილებელად
✅ სფკ სანტექნიკა

BOG
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი

#GE60BG0000000786573700

76 რეაქცია50 კომენტარი69 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →