დღეს კარგი დღე იყო. დაბინავდა ჩვენი ბინადარი,რომელმაც 4 თვეზე მეტი იცხოვრდა თავშესაფარში,უკვე ოჯახი ყავს !…
დღეს კარგი დღე იყო. დაბინავდა ჩვენი ბინადარი,რომელმაც 4 თვეზე მეტი იცხოვრდა თავშესაფარში,უკვე ოჯახი ყავს ! ძალიან მაგარმა გოგომ ამოარჩია ის ცალი ყურით და ნატკენი ფეხით. რასაც ბევრი არ იზამდა. თუმცა ვინსენტს (ახალი სახელი) აქვს განსაკუთრებული შარმი ! დინჯია,თავდაჭერილი თბილი და ბუყბუყა ))) ხანგრძლივი და ბედნიერი თანაცხოვრება ვუსურვოთ მარინას და ვინსენტს! კიდევ ერთი გადარჩენილი ფისო, თქვენი მხარდაჭერით და ქველმოქმედებით მეგობრებო, დიდი მადლობა ყველას.
ვინსენტის (გოგრა) ისტორია კი ასეთია. ოქტომბერში შემოვიდა მძიმე ტრამვით,უკანა თათის მყესები გაწყვეტილი ქონდა და გადატყავებული,ცალი ყური დაჩირქებული,გამხდარი და დასუსტებული. ჩაუტარდა ხანგრძლივი მკურნალობა დანიშნულების მიხედვით.